მეზობელ ქვეყნებთან შედარებით, როგორი ფასი აქვს პურს საქართველოში
საქართველო პურის როგორც სიძვირით, ისე სიიაფით, სამეზობლოში მესამე ადგილს იკავებს. Numbeo-ს მიხედვით, პროდუქტის საშუალო ფასი უფრო მაღალი თურქეთსა და სომხეთშია, ხოლო უფრო დაბალი რუსეთსა და აზერბაიჯანში.
უფრო კონკრეტულად, დღევანდელი მონაცემებით, 500 გრამიანი თეთრი პურის საშუალო ფასი საქართველოში 59 ცენტია, რითაც ქვეყანა პროდუქტის სიძვირით, 96 ქვეყანას შორის, 81-ე ადგილს იკავებს.
რაც შეეხება მეზობელ ქვეყნებს, პურის ღირებულება ასე გამოიყურება:
თურქეთი - 96 ცენტი (სიძვირით 64-ე ადგილი)
სომხეთი - 77 ცენტი (73-ე ადგილი)
რუსეთი - 84 ცენტი (89-ე ადგილი)
აზერბაიჯანი - 44 ცენტი ( 93-ე ადგილი)
Numbeo-ს მიხედვით, 96 ქვეყანას შორის პროდუქტი ყველაზე ძვირი აშშ-შია, იქ პური 3.61 აშშ დოლარი ღირს, მეორე ადგილზეა შვეიცარია - 3.56 აშშ დოლარით, ხოლო მესამეზე კოსტა რიკა - 3.10 აშშ დოლარით.
ამავე მონაცემებით, პური ყველაზე იაფია ალჟირში - 14 ცენტი, ტუნისში - 16 ცენტი და ლიბიაში 31 ცენტი.