მანდატურის ხელფასი გაიზარდა
მანდატურების ხელფასი 1400 ლარი გახდა - საჯარო სამართლის იურიდიურლი პირის - საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის მიერ ხელშეკრულებების საფუძველზე გაწეული მომსახურების საფასურის დამტკიცების" საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებაში ცვლილება შევიდა.
დამტკიცდა საჯარო სამართლის იურიდიურლი პირის - საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის მიერ ხელშეკრულებების საფუძველზე გაწეული მომსახურების საფასური:
ა) პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებთან ხელშეკრულების საფუძველზე ერთი მანდატურის საშტატო ერთეულით გაწეული მომსახურების საფასური თვეში განისაზღვროს 1400 ლარის ოდენობით;
ბ) კერძო სამართლის სამეწარმეო ან არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის სახით შექმნილ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებთან ხელშეკრულების საფუძველზე ერთი მანდატურის საშტატო ერთეულით გაწეული მომსახურების საფასური თვეში განისაზღვროს 1400 ლარის ოდენობით" - აღნიშნულია მინისტრის ბრძანებაში.