ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გამყარდა - როგორია ვალუტის კურსი
28 იანვრის ვაჭრობის შედეგად ქართული ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით გამყარდა. ლარის ცვლილებამ 0.42 თეთრი შეადგინა და დოლარის ღირებულება 2.8766 ლარია.
1 000 სომხური დრამი 7.2201-ია, 100 რუსულ რუბლს 2.9733 შეიძენთ, ერთი თურქული ლირას ღირებულება კი 0.0806-ია.
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 2.49 თეთრით გამყარდა, რის შედეგადაც ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 3.0014 ლარი გახდა.