ეკონომიკა
რამდენს ხარჯავენ სახელმწიფო უწყებები საწვავში
სახელმწიფო უწყებების ნაწილმა საწვავის ხარჯის შესახებ აუდიტის სამსახურს ინფორმაცია არ მიაწოდა. აღნიშნულის გამო, ჯამურად, რა მოცულობის საწვავი დახარჯა უცნობია, თუმცა, შსს-ს გარდა, ყველა სამინისტროს, ასევე პრეზიდენტის აპარატის, პარლამენტისა და მთავრობის ადმინისტრაციის ხარჯები ხელმისაწვდომია.
კერძოდ, როგორც აუდიტის სამსახურის „ ბიუჯეტის მონიტორის“ 2024 წლის 6-თვიანი ანგარიშიდან ჩანს, ამ მხრივ ყველაზე მხარჯველი საგარეო საქმეთა, ინფრასტრუქტურისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროები იყო.
საწვავში საკმაოდ დიდი ხარჯი ჰქონდა ასევე, თავდაცვის სამინისტროს, თუმცა, უწყების სპეციფიკიდან გამომდინარე, მონაცემი სრული არ არის.
საწვავში რა მოცულობის თანხა დაიხარჯა სამინისტროებში, პარლამენტსა და მთავრობის ადმინისტრაციაში 2024 წლის 6 თვეში:
- პარლამენტი და მასთან არსებული ორგანიზაციები - 373 273 ლარი (თვეში საშუალოდ, 62.2 ათას ლარზე მეტი)
- პრეზიდენტის ადმინისტრაცია - 5 907 ლარი (თვეში საშუალოდ 984.5 ლარი)
- მთავრობის ადმინისტრაცია - 41 364 ლარი ( თვეში საშუალოდ, 6.8 ათასი ლარი)
- შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი - 47 761ლარი ( თვეში საშუალოდ, 7.9 ათასი ლარი)
- ფინანსთა სამინისტრო - 141 459 ლარი ( თვეში საშუალოდ, 23.6 ათასი ლარიეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო - 93 731 ლარი (თვეში საშუალოდ, 15.6 ათასი ლარი)
- რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო - 444 548 ლარი ( თვეში საშუალოდ, 74 ათას ლარზე მეტი)
- იუსტიციის სამინისტრო - 188 630 ლარი ( თვეში საშუალოდ, 31.4 ათასი ლარი)
- ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო - 117 210 ლარი (თვეში საშუალოდ, 19.5 ათასი ლარი)
- საგარეო საქმეთა სამინისტრო - 777 709 ლარი (თვეში საშუალოდ, 130 ათას ლარამდე)
- თავდაცვის სამინისტრო - 9.6 მლნ ლარი (თვეში საშუალოდ, 1.6 მლნ ლარი)
- შინაგან საქმეთა სამინისტრო - ინფორმაცია მიწოდებული არ არის
- გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო - 553 895 ლარი (თვეში საშუალოდ, 92.3 ათასი ლარი)
- განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო - 181 084 ლარი (თვეში საშუალოდ, 30 ათას ლარზე მეტი)
- კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო - 81 779 ლარი (თვეში საშუალოდ, 13.6 ათასი ლარი)
Տարածեք :