როგორი იქნება ვალუტის კურსი უქმეებზე
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7738 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7743 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0005 ლარი შეადგინა.
1 000 სომხური დრამი 7.1034-ია, 100 რუსულ რუბლს 3.2766 შეიძენთ, ერთი თურქული ლირას ღირებულება კი 0.0730-ია.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.0043 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.0096 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0053 ლარი შეადგინა.