სამცხე-ჯავახეთში ტექდათვალიერების სამი ცენტრი გაიხსნება
30.01.2019
ბორჯომში, ახალქალაქსა და ახალციხეში ავტომობილის ინსპექტირების ცენტრები გაიხსნება.
ეკონომიკის სამინისტროს აკრედიტაციის ეროვნულ ცენტრში ამბობენ, რომ თებერვლის დასაწყისში, ცენტრები გაიხსნება ბორჯომსა და ახალქალაქში, ერთი მოძრავი ცენტრი კი ახალციხის მუნიციპალიტეტში თბილისიდან ჩამოვა.
დამატებითი ცენტრების გახსნის საჭიროება მას შემდეგ დადგა, როცა მძღოლებმა ტექდათვალიერების ცენტრებთან რამდენიმედღიანი რიგში დგომა გააპროტესტეს.
„დაწყებული გვაქვს მუშაობა, მომავალი კვირის ბოლოს წესით ყველაფერი უნდა მოგვარდეს. ცენტრებთან ასეთ რიგებს არ ველოდებოდით. ეს გამოიწვია ჭკვიანი კამერების დამონტაჟებამ და იმ მძღოლების დაჯარიმებამ, ვისაც ტექდათვალიერება არ გაუვლია“. - ამბობს აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილე.
მალხაზ ხარებავას თქმით, ორ კვირაში, საქართველოს მასშტაბით დამატებით 20-მდე ცენტრი გაიხსნება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.