საზოგადოება
როგორ ამზადებენ ყველს ადიგენში?
ამ ყველს დამწიფება არ სჭირდება. მომზადებიდან რამდენიმე საათში მზად იქნება. გამოიყენეთ პასტერიზებული რძე და 20%-ის და ზემოთ ცხიმიანობის არაჟანი.
ინგრედიენტები:
- რძე 1 ლ
- არაჟანი 200 გ
- კვერცხი 3 ც
- მარილი 1-1,5 ჩ/კ
მომზადება:
- რძე ჩაასხით სქელძირიან ქვაბში და დადგით ცეცხლზე.
- ცალკე ჭურჭელში მსუბუქად ათქვიფეთ კვერცხი, დაუმატეთ არაჟანი და კარგად მოურიეთ.
- როგორც კი რძე ადუღდება, დაუწიეთ ალს მინიმუმამდე, ჩაასხით ქვაბში კვერცხიან-არაჟნიანი მასა.
- გააჩერეთ 5-8 წთ. როდესაც წვენი განცალკევდება, გადაიტანეთ აჭრილი მასა საწურზე, რომელზეც ორმაგი მარლა იქნება ჩაფენილი.
- დააცადეთ, ზედმეტი წვენი დაიწრიტოს.
- მოუკარით მარლის პირებს თავი და საწურს რამე მძიმე დააფარეთ.
- დადგით მთელი ღამე. მზა ყველი შედეთ მაცივარში.
Տարածեք :