საზოგადოება
მესხეთის თეატრის მსახიობი გალინა ხვიჩია გარდაიცვალა
76 წლის მსახიობი, ბორჯომში ავტოავარიაში მოყვა. გალინა ხვიჩიას და მის ორ შვილიშვილს რუსთაველის ქუჩაზე მანქანამ დაარტყა.
"ბორჯომში დასასვენებლად იყო. ერთ-ერთი შვილიშვილი გზაზე გაქცეულა, გალინა გამოეკიდა და ავარია ამ დროს მოხდა", - ამბობენ ახლობლები.
სიკვდილის მიზეზი პოლიტრავმა გახდა, რომელიც სიცოცხლისთვის შეუთავსებელი აღმოჩნდა. ქალი ბორჯომის სამედიცინო ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაში, მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა. მისი მდგომარეობა მძიმე იყო.
კლინიკაში ამბობენ, რომ 10 და 7 წლის ბავშვების მდგომარეობა ნორმალურია.
"ერთ ბავშვს ტვინის შერყევა აქვს და სტაციონარში მოვათავსეთ, მეორე კარგადაა და გაეწერება".
გალინა ხვიჩიამ მესხეთის სახელმწიფო დრამატული თეატრის მცირე სცენაზე ბოლოს სპექტაკლში "მივიწყებული პორტრეტი" ითამაშა.
მსახიობი ამ გუნდის წევრი 1967 წლიდან გახდა, როცა ახალციხეში თეატრი გაიხსნა.
Տարածեք :