ქალაქ ბორჯომში, რუსთაველის ქუჩაზე სამ ქვეითს ავტომობილი დაეჯახა. შემთხვევა ე.წ. "მარადიულ ცეცხლთან" მოხდა. სამივე დაშავებული ბორჯომის ჯეო-ჰოსპიტალსის სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს. კლინიკაში ამბობენ, რომ 67 წლის ქალის მდგომარეობა მძიმეა. 10 და 7 წლის ბავშვები თავს კარგად გრძნობენ.
შსს-მ გამოძიება სისლხის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება.