როდის გამოიდარებს ახალციხეში - ამინდის პროგნოზი
უახლოეს დღეებში საქართველოში კვლავ არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ნალექი შენარჩუნდება.
მაღალმთიან რაიონებში თოვლია მოსალოდნელი. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +14 +16 გრადუსი, ხოლო მთიან რაიონებში +9 +11, ხლო მაღალ მთაში +2 +7 გრადუსი დაფიქსირდება.
11-12 მაისს დასავლეთ საქართველოში უნალექო, თბილი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა +20 +25 გრადუსამდე მოიმატებს. რაც შეეხება აღმოსავლეთ საქართველოს, საღამოსა და ღამის საათებში მოსალოდნელია წვიმა ელჭექით. ტემპერატურა აქაც მოიმატებს და +21 +23 გრადუსი დაფიქსირდება.
13-14 მაისს კვლავ არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი. შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთიდან ვრცელდება ცივი და ნოტიო ჰაერის მასები, რის გამოც საქართველოს უმეტეს რაიონებში კვლავ გაწვიმდება, იქნება ელჭექი და დასავლეთის მიმართულების ქარი.
ჰაერის ტემპერატურა კვლავ დაიკლებს. ბარში +18 +20 გრადუსი, მთაში +15 +17 გრადუსია მოსალოდნელი.
17 მაისის ჩათვლით საქართველოს ცალკეულ რეგიონებში კვლავ წვიმაა მოსალოდნელი.
რაც შეეხება ახალციხეს - უახლესი ერთი კვირის განმავლობაში მოსალოდნელია ყინვა, ნალექი და მზიანი ამინდი.
ორშ: ღამით 0 და დღისით 16;
სამშ: ღამით 4 და დღისით 20;
ოთხ: ღამით 6 და დღისით 16;
ხუთ: ღამით 7 და დღისით 20;
პარ: ღამით 7 და დღისით 22;
შაბ: ღამით 7 და დღისით 16;
კვი: ღამით 8 და დღისით 15.
საბოლოოდ, საქართველოში გამოდარებას 18 მაისიდან უნდა ველოდოთ.