მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები ერთჯერად დახმარებას მიიღებენ
ფაშიზმზე გამარჯვების 76-ე წლისთავთან დაკავშირებით, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები 1 000 ლარს, ერთჯერადად მიიღებენ.
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახების წევრები 500 ლარის ერთჯერად სოციალურ დახმარებას მიიღებენ.
განკარგულებას პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ხელი უკვე მოაწერა.
ამის გარდა, ომის ვეტერანებს ერთჯერად ფულად საჩუქარს მუნიციპალიტეტის მერიები ადგილობრივი ბიუჯეტიდანაც ყოველწლიურად გადასცემენ.