საზოგადოება
ნინოწმინდის პანსიონის ხელმძღვანელი მეუფე იაკობი გახდა
ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონს დღეიდან მეუფე იაკობი უხელმძღვანელებს. ბრძანებას ხელი პატრიარქმა ილია მეორემ დღეს, 14 ივნისს მოაწერა.
დოკუმენტში წერია, რომ სხალთელი მთავარეპისკოპოსი სპირიდონი პირადი განცხადების საფუძველზე გათავისუფლდეს დირექტორის თანამდებობიდან და წლების მანძილზე გაწეული შრომისთვის გამოეცხადოს მადლობა.
ახალი დირექტორი მეუფე იაკობი ამ წუთებსი ნინოწმინდაში იმყოფება. მასთან ერთად პანსიონში ჩავიდნენ საპატრიარქოში შექმნილი კომისიის წევრებიც.
დღეის მდგომარეობით, ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში 22 ბავშვი რჩება.
Տարածեք :