SSSS

საზოგადოება
მოგების ჟინით დანგრეული ცხოვრება
„ჩემი ქმარი ლუდომანია“, - ამბობს 33 წლის ქალი, პირობითი სახელით მარი. სანამ რეალობას თვალს გაუსწორებდა და ყველაფერს თავის სახელს დაარქმევდა, ორი წელი გავიდა, რთული და დაძაბული ორი წელი. მარის ქმარი აზარტულ თამაშებზე დამოკიდებული მაშინ გახდა, როცა პანდემიის გამო მისი სამსახური გაჩერდა. 38 წლის მამაკაცმა დროის გასაყვანად ინტერნეტში თამაში დაიწყო. როცა მარის ქმარმა დაძინებისას, საწოლშიც ტელეფონი მოიმარჯვა და თამაში ჩართო, ახალგაზრდა ქალი მიხვდა, რომ მის ოჯახში ძველებურად აღარაფერი იქნებოდა.

თავდაპირველად, კომპიუტერთან ერთ-ორ საათს უთმობდა. კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობასთან ერთად, იზრდებოდა 38 წლის მამაკაცის მიერ თამაშში გატარებული დროც. ხანდახან არც ჭამდა, გარეთ არ გადიოდა, ისე ღამდებოდა, რომ ვერ ხვდებოდა რა დრო იყო. როცა მარიმ აღმოაჩინა, რომ სახლიდან ოქროს სამკაულები გაქრა, მიხვდა, მისი ქმარი აზარტული თამაშების მსხვერპლი იყო.

„თავიდან გვეგონა, რომ სამსახურის და ხელფასის გარეშე რომ დარჩა, განერვიულებული იყო. ამიტომ არაფერს ვამბობდით კომპიუტერთან რომ იჯდა საათობით. მაგრამ, როცა მუშაობას დაუბრუნდა და სამსახურიდან მოსული ისევ კომპიუტერთან ჯდებოდა, მივხვდით, რომ საქმე სერიოზულად იყო. ბოლო ერთი წელია სახლში ლარიანი არ მოუტანია, ერთადერთხელ იყო, ბავშვი ექიმთან ჩავიყვანეთ და კონსულტაციის თანხა გადაიხადა. არ აინტერესებს რას ვჭამთ, რას ვსვამთ. ისიც არ ვიცით, ხელფასი რამდენი აქვს. რამდენჯერმე შევაპარე, რომ ნორმალური არ იყო რასაც აკეთებდა და ისეთი აგრესია მივიღე, ხმის ამოღებას ვეღარ ვბედავ. როგორც კი ამასზე ვიწყებ ლაპარაკს, ის საღამო სერიოზული, ხელჩართული ჩხუბით მთავრდება“.

მარის ქმარი მასპინძელ ბიზნესში მუშაობს. სახლში საღამოს 8 საათზე დაბრუნებული კომპიუტერთან ჯდება. მისი ცოლი ყოველ საღამოს უყურებს, როგორ ტრიალებს მარწყვები და „რულეტკა“ მონიტორზე და როგორ ნიავდება ქმრის ხელფასი და ოჯახის ბიუჯეტი. როცა ბავშვი მონიტორსმიჩერებული კაცის სკამთან წაიქცა და ტირილი დაიწყო, მამამ კი ყურადღება არ მიაქცია, ოჯახის წევრებმა გამოსავლის ძებნა დაიწყეს. მარისთვის საგანგაშო სიგნალი იყო, რომ საოჯახო საქმეებში და შვილების აღზრდაში ჩართულობის დრო თანდათან შემცირდა.

„ორი შვილი გვყავს, აქამდე სულ აინტერესებდა რა ხდებოდა სკოლაში, ბაღში. უფროსს აკითხავდა გაკვეთილების შემდეგ, მოჰყავდა სახლში და სულ ესაუბრებოდა. პატარას ასეირნებდა. ერთ წელში ისე შეიცვალა, შვილების ასაკი რომ ჰკითხო, მგონი აღარ ახსოვს. უბრალოდ აღარ აინტერესებს რა ხდება ოჯახში, რა გვიჭირს და რა გვილხინს. ბავშვი მივა, ხოლმე, ჩაეხუტება, კალთაში ჩაუჯდება და ისე უხეშად მოიშორებს, რომ ატირებული მოდის. ვერ ხვდებიან ბავშვები რა სჭირს მამამისს, რატომ აღარ ეთამაშება, რატომ არ ელაპარაკება“.
მარის ქმარი მიიჩნევს, რომ მისი საქციელი ნორმალურია. არადა, ლუდომანიას ფსიქიატრიაში დღეს დამოკიდებულებითი აშლილობა ჰქვია. მანამდე, ამერიკელ ფსიქიატრთა ასოციაცია დიდი ხნის განმავლობაში მიიჩნევდა, რომ ეს იყო იმპულსის კონტროლის დარღვევა და არა დამოკიდებულება. საკუთარ მდგომარეობას ფსიქიკურ აშლილობად არ აღიარებენ მოთამაშეები.

ტერმინ ლუდომანზე ეცინება ერთ ახალციხელ კაცს. ამბობს, რომ “სლოტით” და „რულეტკით“ უბრალოდ ერთობა. ხანდახან უმართლებს კიდეც. 46 წლის მამაკაცი დროის დიდ ნაწილს კომპიუტერთან ატარებს. არ დადის სამორინეებსა და სლოტ კლუბებში, „რულეტკას“ ვირტუალურად ატრიალებს და ფორტუნას მხოლოდ ონლაინ ცდის. „6 000 მოვიგე ერთხელ, იმ ღამესვე დავწერე ბილეთი და 1 500 დაამხვდა დილით მოგებული. მესამე დღეს ჯეკპოტი დამეცა სლოტებში - 5 000 ლარი მოვიგე“.

ეს მხოლოდ ერთხელ იყო, სამი წლის წინ. მას შემდეგ მცირე თანხებს იგებს და უფრო მეტს აგებს.

„სახლში თითქმის არასდროს ვთამაშობ, მარტო სამსახურში. კორონას დროს ვმუშაობდი ჩვეულებრივად და სახლში თამაში არ მიწევდა. ცოლს რამდენჯერმე უნახავს, მაგალითად, ბილეთს რომ ვწერ ტოტალიზატორში, არაფერი უთქვამს. სამსახური 10-ზე მეწყება, მაგრამ 8-ზე უკვე ოფისში ვარ. მაგ დროს არავინაა და მშვიდად ვთამაშობ. დიდი ფულით არ ვთამაშობ. ვიცი, როდის უნდა გავჩერდე. როცა ზღვარს ვერ აკონტროლებ, ეგ უკვე სერიოზული პრობლემაა. ახალციხეში რამდენი ბიჭია, რომ სახლი წააგო, ოჯახი დაენგრა, მე ეგ არ მიჭირს. ცოტ-ცოტას ვაგებ, ერთხელ ერთიანად 400 ლარი წავაგე. ალბათ, 7 000-მდე მექნება ამ ხნის განმავლობაში სულ წაგებული“.

წაგებული თანხის სათვალავი დიდი ხნის წინ აერია ახალგაზრდა მამაკაცს. ისიც ახალციხეში ცხოვრობს. როგორც კი სოლიდური თანხის მოგროვებას ახერხებდა, თბილისში, სამორინეში მიდიოდა. აზარტული თამაშების მიმართ ლტოლვა კორონავირუსმა ვერ შეაჩერა. როცა მისი რჩეული სამორინე დაიხურა, მამაკაცმა ონლაინ ტოტალიზატორში გადაინაცვლა.

„მოსახერხებელია, თბილისში ჩასვლა აღარ მიწევდა. მაგრამ ახლა რომ გაიხსნა, რამდენჯერმე მაინც წავედი, იქ სულ სხვა მუღამი აქვს. ჭაობია, არ უნდა დაიწყო, თორემ მერე შანსი აღა გაქვს. თავიდან ვამბობდი, რომ 1-2 ლარით ვითამაშებ, გავერთობი, ამას როგორ ვერ შევწყვეტ, მაგრამ ახლა აღარაფერს ვცდილობ, აზრი არ აქვს, ვეღარ ვცხოვრობ ამის გარეშე. რამდენჯერ მოხუცმა მშობლებმა გადამიხადეს ვალები. ყველაფერი დავკარგე, მაგრამ ეგ არის, რაა, ეგაა ჩემი ცხოვრება და „ვსო“.

ცოლმა ქმრის აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულებას ვეღარ გაუძლო და მშობლების სახლში დაბრუნდა. ამანაც ვერ გააჩერა. როცა მოთამაშე რაღაც ზღვარს გადადის, სპეციალისტები მის მდგომარეობას კლინიკურ პათოლოგიად აფასებენ. ამან შეიძლება შეიწიროს როგორც საზოგადოებრივი სტატუსი, ასევე ოჯახი. მთავარი პრობლემა - თავის დაღწევაა, რაც თითქმის შეუძლებელია. აზარტულ თამაშებში ჩაიკარგა კიდევ ერთი ახალციხელი ახალგაზრდა. თამაში პანდემიასთან ერთად დაიწყო. ქვეყანაში „ლოქდაუნი“ რომ მოიხსნა და კორონამდელ ცხოვრებას დაუბრუნდა, აღმოაჩინა, რომ მისი ვალი რამდენიმე ათეულ ათასს აჭარბებდა.

„სხვა გზა რომ არ მქონდა, გავბედე და სახლში ვთქვი, დიდი ვალი მაქვს-მეთქი. დედაჩემი ცუდად გახდა, მამაჩემი მეჩხუბა, ოჯახიდან წამოვედი, ცოტა ხანი დასთან ვრჩებოდი. მაგრამ რას იზამდნენ, სახლი ჩავდეთ და სესხი ავიღეთ. ოღონდ შევპირდი მშობლებს, რომ აღარ ვითამაშებდი და კრედიტსაც მე გადავიხდიდი. 680 ლარს ვიხდი თვეში, წელიწადზე ცოტა მეტია. კიდევ 4 წელი დამრჩა, ფაქტობრივად, მთელ ხელფასს ბანკში ვტოვებ. ღმერთმა არ ქნას, რომ სამსახური დავკარგო, ვეღარ გადავიხდი და სახლს წამართმევს ბანკი. ახლა ვბრაზობ, როგორ მივედი აქამდე, ძაან სულელი ვიყავი“.

არც ერთმა ჩვენმა გმირმა არ ისურვა პრობლემაზე ღიად ასუბარი, მაშინაც კი, თუ პრობლემად არც აღიარებს. ერთი რამ ფაქტია, საზიანო გართობა - გემბლინგი XXI საუკუნის ერთ-ერთი სერიოზული გამოწვევაა. ის არა მხოლოდ აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულ პირებს, არამედ მთელ მის ოჯახს აზარალებს. ფსიქიატრები ამბობენ, რომ ლუდომანია არ ჩამოუვარდება ნარკომანიას და თამბაქოზე დამოკიდებულებას. მას ისეთივე სიმპტომები ახასიათებს, როგორც, მაგალითად, ნარკომანიას - ფიზიკური და ფსიქოლოგიური დამოკიდებულება, ლტოლვა, ხარჯის უკონტროლოდ გაზრდა და აგრესია.

ფსიქოლოგების თქმით, კორონავირუსის პანდემიამ და მსოფლიო იზოლაციამ მოთამაშეებს სასათბურე პირობები შეუქმნა. ლუდომანებმა ტოტალიზატორებიდან ონლაინ სამორინეებში გადაინაცვლეს. აქ სხვა მნიშვნელოვანი პრობლემა გამოიკვეთა, - აზარტულ თამაშებში არასრულწლოვნებიც ჩაერთნენ და გამონაკლისი არც ახალციხეა.

Facebook Twitter
Փոխարժեք
AMD
AMD
1000
7.1544
EUR
EUR
1
2.9232
RUB
RUB
100
2.7527
TRY
TRY
1
0.0802
USD
USD
1
2.8367
Օրացույց
«« Հունվար  »»
Երկ. Երեք. Չոր. Հինգ. Ուրբ. Շաբ. Կիր.
3031 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.

hacklink al hack forum organik hit omegle live+18 film izleMarsbahis girişvozolbetivobonus veren casino sitesihttps://w88fm.top/casibom güncel girişbetbababetbabacasibom güncel girişmarsbahisCasibom TWİTTERJojobet TWİTTERkalebetayvalık zeytinyağımatbettipobet girişpijama takımıpijamatipobet girişdeneme bonusu veren sitelerlink vao w88 moi nhatEkrem Abideneme bonusu veren sitelerMostbethttps://www.vozoldiyari.com/casinolevantsabahlıkotobetotobetdeneme bonusu veren sitelerultrabetultrabet twitterToy Poodleistanbul escortpaykwikvirabetdeneme bonusu veren sitelercasibom güncel giriş30 tl bonus veren sitelerlilibetlilibetbest online casino indiaindia online bettingMikiカジノMikiカジノ 入金不要ボーナスceltabetbycasino güncel girişオンラインカジノzbahisrulet siteleripoker sitelerimariobet giriş1xbet Yeni Girişcasinolevantcasinolevantvozol puffxeno executornew bitcoin casinosbitcoin sports bettingSilineceklernew online casinos canadaonline casino ontarioonline casino canadabitcoin casinostipobettipobetMariobetnew online casinobest betting sitesonline sports bettingno deposit bonusxslotbankobetjackbetzbahisbetpubliconwincasibomcasinolevantlayarkaca21bankobetsohbet hattımarsbahis girişcratosslottaraftarium24selçuksportscasibomsuperbetincasibomcasibom girişdeneme bonusu veren sitelerdeneme bonusu veren sitelerdeneme bonusu veren sitelercasibom güncel girişbagonbetgarAlev casinoRoku bet güncel girişOnwinMeritkingMeritkingyoutube to mp3deneme bonusu veren sitelersekabethitbetmarsbahis girişcasibomParibahisistanbul escorttaraftarium24akcebet girişcasinomegacasinomega girişakcebetceltabetdeneme bonusu veren sitelermatbetcasino siteleristreameastimajbet1472meritking1615 comgrandpashabet2218casibom731451marsbahiskmar sitelerimeritking1615451marsbahis comcasibom731 comgrandpashabet2218imajbet1472 comjojobetcasibom güncel girişgrandpashabetcasinolevantonwincasibomfixbetultrabetultrabetultrabetjojobet girişeduiptvkağıthane escortdeneme bonusu veren siteleronwin yeni girişanime defenders scriptmatadorbetekrem abicenabetportobetmeritkingbets10ganobetsüpertotobetcanlı maç izletubidysnaptiktubidyacehgroundyoutube downloadermp3 juicebycasinoligobetdeniz taşımacılığıJojobet GirişJojobet Girişcasibomextrabet girişextrabetcasinomegasultanbetbetivo girişxslotAnkara Escortjackbetcasinolevantekrem abibetofficecasibom girişsekabet 1269romabetcasibompin uppinupmarsbahis7slotscasibomimajbet1xbetslot siteleribetkanyonyatırımsız deneme bonusu veren siteleristanbul escortdeneme bonusuoleybet girişotobetcasibominagaming1wintipobetmatadorbet2024 deneme bonusu veren sitelermegabahisKolaybetKolaybetcasino sitelerijackbetjustin tv izlecasibom güncel girişcasibom girişcasibomcasibom güncel girişcasibom girişcasibomtipobet girişcasibom girişligobetjojobetGrandpashabetDeneme Bonusu 2025Grandpashabetaresbetselçuksportscasibomroketbetbetnanovozolmeritkingpusulabetonwindeneme bonusu veren sitelerpin uppinupcasibom girişdeneme bonusumatadorbet twitterMobil Ödeme Bozdurma otobetekrem abi sitelercenabetsvensk casinobetpuanmatadorbetgrandpashabetbetpuanroketbetromabetnya casinon sverigebasaribetcasibom günceldizipalxslotselçuksportstürk porno izleHiltonbet Giriş casibom güncel girişGüvenilir Medyumlarcasibomjustintvizlejojobet girişAntalya escortAnkara escortSapanca escortCasibomultrabetetorobetcasibomcasibomcasibomaresbetcasibomBets10 TWİTTERMobilbahis TWİTTERSahabet TWİTTEROnwin TWİTTERMeritbet TWİTTERHoliganbet TWİTTERMatbet TWİTTEROtobet TWİTTERBetebet TWİTTERGalabet TWİTTERpulibetnoktabetbetpervirabetdumanbetsahabet girişextrabetcasibomextrabetextrabet girişnakitbahisdumanbettipobetdinamobetvaycasinoultrabetmadridbettrendbetbetebetbetkanyonmeritbetkingroyal twittermadridbetmatadorbet twittermeritking twittermeritking girişkulisbetsahabetmatadorbetkingroyalmatadorbetmarsbahisotobetmatbet twittertipobet twitterjojobetjojobetjojobetgrandpashabet twittersahabet twitteronwin twittermatbet twitterjojobet twitterkingroyalkralbetonwinzbahismatbetonwinbets10imajbetmeritking twittererotik film izlecasibomBizbet Giriştümbetxslotelitbahisstarzbetcasibomjojobetjojobetjojobetcasibomcasibomcasibomdumanbetkryptoguncel.com.trdogesevenler.com.trsonbahisjojobet girişextrabetpinco girişjojobet girişPhilip Capitalextrabetportobetcasibomcasibom girişcasibomcasibom girişbetebetgiftcardmall/mygiftromabetvbetcasibompadişahbet betewinjojobetdamabetbetsatbetvolebetpasnesinecasinonoktabetantep escortcasibom girişCasibom girişmarsbahismarsbahis girişmarsbahis güncelizmir escortizmir escortcasibomimajbetbihis sitiliri 2025showbahisromabetgoldenbahis,goldenbahis girişmatbetcasinoplusbetgarantideneme bonusu veren siteler1winkumar sitelerikumar siteleri 2025en sağlam kumar sitelerikumar siteleri canlıcanlı kumar sitelericasibomCASİBOMTipobettarafbettarafbet giriştarafbetcasibom girişCasibomcasibom güncel girişmavibetgalabetparibahisbetnanosultanbetparibahisbetparkmeritbetbetsmovegoldenbahisaresbetTümbetlunabetmilanobetbetmarinobetmarinosultanbetbetturkeytarafbetfixbetTarafbetfixbettarafbetmatadorbetbetkomcasibombetmatikgiftcardmall/mygiftsahabetsite1site2site3site4site5pusulabettrgoalsinat tvnetsporselçuksportsimajbetmatbetsekabetsahabetonwinmarsbahisholiganbetmatadorbetmeritbetpinbahisartemisbetrestbetjojobetjojobetjojobetmatbetsekabetonwindumanbet girişdumanbet güncel girişdumanbettwitter dumanbetDumanbetdumanbet güncel girişultrabetcasibomholiganbetjoker card balancebetasusmarsbahisonwinmeritbet