როდიდან გამკაცრდება ავტომობილებში გამონაბოლქვის კონტროლი
მთავრობის გადაწყვეტილებით, ავტომობილებში გამონაბოლქვის კონტროლი აღარ გამკაცრდება. CO-ს დასაშვები ნორმა, რომელიც 2022 წელს 0.5%-მდე უნდა ჩამოსულიყო, კვლავ 0.6% იქნება.
წესით კატალიზატორები 2022 წლიდან ყველა ავტომობილისთვის სავალდებულო უნდა ყოფილიყო, თუცა საკითხმა 2024 წლისთვის გადაიწია.
ტექნიკური ინსპექტირების ასოციაციაში ამბობენ რომ ავტომობილებისთვის კატალიზატორ-გარდამქმნელის მოთხოვნა აუცილებელია, რადგან კატალიზატორი 90%-ით ამცირებს ჰაერის დაბინძურებას, უკატალიზატოროდ კი გამოიყოფა ისეთი ნივთიერებები, რომლებიც საშიშია ადამიანის ჯანმრთელობისთვის.