საქართველოში ძლიერი მიწისძვრა მოხდა
საქართველოში 6,2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ეპიცენტრი კი სოფელ სამებაში იყო. ინფორმაციას დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
"დღეს, თბილისის დროით 22:25 საათზე, სოფელ სამებასთან მოხდა 6.2 (ML) მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა", - აღნიშნულია ინფორმაციაში.
მიწისქვეშა ბიძგები იგრძნობოდა ახალციხეშიც.
სოფელი სამება სეისმურად აქტიურ ზონაშია. დასახლება ვულკანური წარმოშობის ჯავახეთის ქედთან ყველაზე ახლოს მდებარეობს.