საზოგადოება
თურქეთში მიწისძვრის შედეგად საქართველოს მოქალაქე დაიღუპა
საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოში შევიდა ინფორმაცია მიწისძვრის შედეგად ქალაქ ანთაქიაში საქართველოს მოქალაქის ნ.ზ. გარდაცვალების შესახებ.
დღესვე თურქეთში კიდევ ერთი ძლიერი მიწისძვრა მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, ბიძგების სიმძლავრე 7.7 მაგნიტუდას შეადგენდა. თურქული მედიის ინფორმაციით, ბიძგები რამდენიმე ქალაქში იგრძნობოდა.
შეგახსენებთ, რომ თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 1 200-ს გადააჭარბა. ათასობით ადამიანი დაშავებულია. ორივე ქვეყანაში სამძებრო-სამაშველო სამუშოები გრძელდება, ასობით ადამიანი ნანგრევების ქვეშაა მოყოლილი.
7.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა თურქეთში გამთენიისას მოხდა.
Տարածեք :