საზოგადოება
აბასთუმნის ობსერვატორიის დირექტორი მოსახლეობას არ შეხვდა
აბასთუმნის ობსერვატორიასთან მდებარე სახლებში მცხოვრები მოქმედი და ყოფილი თანამშრომლების ოჯახის წევრები ობსერვატორიის დირექტორთან, რეზო ჭანიშვილთან შესახვედრად დღეს დილიდან თბილისში იყვნენ შეკრებილები, თუმცა დირექტორმა მათთან შეხვედრა არ ისურვა.
პროტესტი აბასთუმნის ობსერვატორიასთან, მას შემდეგ დაიწყო, რაც ობსერვატორიასთან მდებარე საცხოვრებელ სახლებში მოქმედი და ყოფილი თანამშრომლების ოჯახის წევრები არ შეუშვეს. შეკრებილების თქმით, დირექტორი თანამშრომლების ახლობლებს, ობსერვატორიის ტერიტორიაზე, მიმდინარე სარემონტო სამუშაოების გამო არ უშვებს. სოციალურ ქსელში ვრცელდება ფოტომასალა და იმ ადამიანების პოსტები, რომლებიც 10 ივნისს, ობსერვატორიის დირექტორის გადაწყვეტილებას აპროტესტებდნენ.
საპასუხოდ აბასთუმნის ობსერვატორიის დირექტორი აქციის მონაწილეებს მოუწოდებს, გაითვალისწინონ ადმინისტრაციის ბრძანება მათივე უსაფრთხოებისთვის. რევაზ ჭანიშვილის თქმით, აბასთუმნის ობსერვატორიაში სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს, რის გამოც ტერიტორიაზე შეზღუდულია მიმოსვლა, თუ არ არის აუცილებელი მოთხოვნილება, განსაკუთრებული საჭიროების გარეშე შესვლა შეზღუდული.
Տարածեք :