საზოგადოება
ახალციხეში, ნათენაძის ქუჩაზე მოძრაობა შეფერხებულია
დღეს, 25 დეკემბერს, ახალციხეში ნათენაძის ქუჩაზე (შოთა რუსთაველის ძეგლთან) მოძრაობა შეფერხებულია. ამის მიზეზი საახალწლო კონცერტის სამზადისი გახდა. ავტომობილების მძღოლებს აღნიშნულ ქუჩაზე მოხვედრა მხოლოდ სამხარეო ადმინისტრაციის შენობის შემოვლის გზით შეუძლიათ.
მოძრაობის შეზღუდვის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიამაც.
"ქალაქ ახალციხეში, საახალწლო ღონისძიებებთან დაკავშირებით, 3 იანვრის ჩათვლით, ავტომობილების მოძრაობა შეიზღუდება ნათენაძის ქუჩის მონაკვეთზე (ადმინისტრაციული შენობიდან თიბისი ბანკის შენობამდე).
ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია, 25, 27, 29 დეკემბერს და 3 იანვარს გიწვევთ ქალაქის ცენტრალურ მოედანზე, მთავარ ნაძვის ხესთან დაგეგმილ საახალწლო საღამოებზე!
ერთად შევხვდეთ ახალ წელს!" - ნათქვამია მუნიციპალიტეტის მერიის განცხადებაში.
დღევე ახალციხეში ქალაქის მთავარი ნაძვის ხე საზეიმოდ აინთება.
შეგახსენებთ, რომ საახალწლო ღონისძიებები ახალციხეში 27, 29 დეკემბერს და 3 იანვარსაც გაიმართება, სადაც ცნობილი ქართველი მომღერლები გამართავენ კონცერტს.
Տարածեք :