საჭიროების შემთხვევაში 44-ივე ოჯახის დაბინავებაა შესაძლებელი - ილია ზარდიაშვილი
13.06.2024
თამარაშვილის #25-ში, მრავალბინიანი კორპუსის სახურავზე გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია. ახალციხის მერის მოადგილის ილია ზარდიაშვილის თქმით, კორპუსში მცხოვრები 44-ივე ოჯახი ევაკუირებულია. შემთხვევის შედეგად დაზარალებულებს ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია სასტუმროში განათავსებს.
,,ვესაუბრეთ რამდენიმე სასტუმროს და საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია 44-ივე ოჯახის დაბინავება. ვინც ნათესავებთან ან მეგობრებთან დარჩება, ეს მათი ნებაა, ჩვენ ყველას შევთავაზებთ. როგორც კი ხანძრის ლიკვიდაცია მოხდება, უკვე უახლოეს დღეებში, მოვა ჯგუფი და მოხდება ზარალის დათვლა და შემდგომი ნაბიჯები დაიგეგმება ერთობლივად. მოხდება შენობის რეაბილიტაციაც" - აღნიშნა tv9news.ge-სთან მერის მოადგილემ.
კორპუსის მაცხოვრებლებს უჭირთ ხანძრის გამომწვევ მიზეზებზე საუბარი. მათი თქმით, ცეცხლი სახურავს მოედო და ისე გავრცელდა.
„ახალი დაწოლილები ვიყავით, მეზობელმა დაიძახა, ძლივს მოვასწარი ბავშვების გაღვიძება და გარეთ გამოყვანა. საბედნიეროდ არავინ დაშავებულა, თუმცა რამ გამოიწვია ხანძარი, არ ვიცით" - აცხადებს თეა ქურასბედიანი.
ახალციხეში, თამარაშვილის ქუჩაზე ხანძარი კორპუსის სახურავზე 13 ივნისს, დაახლოებით 00:00 საათზე გაჩნდა. ხანძრის ქრობის პროცესი ორ საათზე მეტ ხანს გაგრძელდა. შემთხვევის ადგილზე ამ დრომდე იმყოფება სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფი, რომელიც მოქალაქეებს დახმარებას უწევს. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.