იუსტიციის სამინისტროს 469 ორგანიზაციამ მიმართა რეგისტრაციისთვის
იუსტიციის მინისტრის მოადგილის თამარ ტყეშელაშვილის განცხადებით, უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციათა რეესტრში რეგისტრაციისთვის განცხადებით ნებაყოფლობით 469 არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულმა პირმა მიმართა.
მისივე თქმით, დღეს სრულდება ნებაყოფლობით მიმართვის ვადა და ორგანიზაციებს შეეძლებათ, მომდევნო დღეებშიც მიმართონ, თუმცა მათ მიმართა უკვე ვადის დარღვევის გამო, სხვა რეჟიმი ამოქმედდება, რაც გარკვეულ ჯარიმასაც გამოიწვევს.
„ვახსენეთ, რომ დღეს სრულდება ვადა. არ მინდა, ეს იყო იმგვარად გაგებული, რომ საერთოდ სრულდება მომართვის ვადა, სრულდება ნებაყოფლობით მომართვის ვადა, თუმცა ხვალაც, ზეგაც და შემდგომაც რჩებათ დრო, რომ კიდევ მოგვმართონ, თუმცა ეს რა თქმა უნდა, იქნება უკვე არანებაყოფლობითი მომართვა და უკვე სხვა რეჟიმი ამოქმედდება ამ ორგანიზაციების მიმართ - იმ კუთხით, რომ გამოიწვევს გარკვეულ ჯარიმას, ვადის დარღვევით მომართვის შემთხვევაში“, -განაცხადა მინისტრის მოადგილემ.