ახალციხე-ნინოწმინდის გზაზე ყველა ავტოტრანსპორტის მოძრაობა შესაძლებელია
საავტომობილო გზზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ახალციხე-ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ90-კმ112 ნინოწმინდა (სომხეთის რესპუბლიკის საზღვარი) მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.
ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა ასევე აღდგენილია, ახალქალაქი-კარწახის საავტომობილო გზის კმ1-კმ36 მონაკვეთზეც.
აღნიშნულ მონაკვეთზე, ინტენსიური თოვისა და ბუქის გამო, ორი დღის განმავლობაში მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ტრანსპორტის მოძრობა შეზღუდული იყო.