ბორჯომსა და ადიგენში დენი გაითიშება(R)
ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 4 დეკემბერს 12:00-დან 14:30 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს ბორჯომში მესხეთის, რუსთაველის და მიმდებარე ქუჩებზე;
12:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს ადიგენის რაიონის სოფლებში ჭელა, მოხე, ციხისუბანი, ზედუბანი, საირმე და მიმდებარე სოფლებში.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.