4 დეკემბერს, პოლიციასთან ქალთა აქცია გაიმართება
4 დეკემბერს, 15:00-ზე საქართველოს მასშტაბით, რაიონულ ცენტრებში მდებარე პოლიციის შენობასთან ქალთა აქცია გაიმართება.
აქციის მონაწილეები თვითორგანიზებულად პასუხს მოთხოვენ პოლიციელებს, რომლებმაც ფიცი ერის წინაშე დადეს.
,,ჩვენ პასუხს ვთხოვთ პოლიციელებს, რომლებმაც ფიცი ერის წინაშე დადეს, რომლებიც ჩვენი უსაფრთხოების გარანტი უნდა იყვნენ, რომლებსაც პირადად ვიცნობთ, რომელთა ოჯახებსაც ისევე სჭირდებათ ევროპული მომავალი, როგორც აქციებზე მებრძოლებს. ჩვენ არაფერს ველით იმ ნიღბიან, უნომრო, ოლიგარქის მონა "ხარებას" ხუნტის წევრებისგან, რომლებიც კრიმინალები არიან და პატივს არ სცემენ კანონს და კონსტიტუციას.
მოვუწოდოთ უწყებაში დასაქმებულ ყველა პოლიციელს, თუ ისინი არიან ქართველები, თუ ისინი არიან კაცები და აქვთ ღირსები ნატამალი, წინ აღუდგნენ ჩვენი და ჩვენი შვილების, მწამებლებს, შეასრულონ ფიცი და დაგვიცვან უნომრო ბანდიტებისგან!
4 დეკემბერს 15:00 საათზე მთელი საქართველოს მასშტაბით ყველა თვითორგანიზებულად ვიკრიბებით რაიონულ ცენტრებში არსებულ პოლიციის შენობებთან!" - წერია განცხადებაში.