ახალციხის ზოგიერთ დასახლებაში დენი გაითიშება(R)
ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 9 დეკემბერს 14:00-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს ახალციხის რაიონის სოფლებში ვალე, ნაოხრები, წყალთბილა, სხვილისი და მიმდებარე სოფლებში, აგრეთვე ახალციხეში თამარ მეფის ქუჩაზე.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.