ბათუმი-ახალციხის გზაზე კლდე ჩამოიშალა
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი(ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზის 38-ე კმ-ზე (ქედა) მონაკვეთზე, ჩამოვიდა დიდი მოცულობის მიწა-კლდოვანი მასა და ჩაკეტა გზის სავალი ნაწილი.
დეპარტამენტის ინფორმაციით, ქვისცვენა კვლავ გრძელდება. რის გამოც, აღნიშნულ მონაკვეთზე დროებით შეზღუდულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა და გზის წმენდის სამუშაოები მიმდინარეობს.