ვალეში მაღაზია გაქურდეს. შემთხვევა წუხელ ღამით, 25 იანვარს მოხდა.
სტალინის ქ.#25–ში მდებარე მარკეტიდან წაღებულია 200 ლარი. ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ. ,,ატმიჩკებით" არის გატეხილი. მეპატრონე დილით 9 საათზე გასაღებად, რომ მივიდა ფანჯარა უკვე ღია დახვდა, თანხა კი – წაღებული" – აცხადებენ ვალეში.
მომხდართან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე 177-ე ქურდობის მუხლით. მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო ღონისძიებები.
ფოტოებს ვალეს ოფიციალური გვერდი აქვეყნებს.