ოთხ აპრილს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის მთავარ სამმართველოს ხელმძღვანელად მიხეილ კალაძე
დაინიშნა.
1978 წელს დაბადებული, პოლიციის პოლკოვნიკი მიხეილ კალაძე პროფესიით სამართალმცოდნეა. კალაძემ შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში საქმიანობა 2004 წლიდან, პატრულ-ინსპექტორის პოზიციიდან დაიწყო;
2004-2007 წლებში იყო შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს სახაზო-საპატრულო სამმართველოს პატრულ-ინსპექტორი. შემდეგ კი პირველი სახაზო-საპატრულო სამმართველოს ათეულის მეთაური;
2007-2013 წლებში საქმიანობა განაგრძო შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ. თბილისისა და მცხეთა მთიანეთის მთავარი სამმართველოს პირველი სახაზო-საპატრულო სამმართველოს ათეულის მეთაური, მოგვიანებით ოცეულის მეთაური;
2013-2014 წლებში მუშაობდა შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მცხეთა-მთიანეთის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილედ, საორგანიზაციო სამმართველოს უფროსად;
2014-2017 წლებში ეკავა შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქვემო ქართლის მთავარი სამმართველოს უფროსის თანამდებობა;
2017 წლის ივნისიდან დღემდე კალაძე იყო საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის შიდა ქართლის მთავარი სამმართველოს უფროსი.
უცხო ენებიდან ფლობს - რუსულ ენას.
ჰყავს მეუღლე და სამი შვილი.