27 აგვისტოს, საფლავის გათხრის საქმეში დაკავებულების პროცესი გაიმართება
დღეს, 27 აგვისტოს, ახალციხის რაიონულ სასამართლოში, სოფელ ხიზაბავრაში დაკავებული ორი პირის სასამართლო პროცესი გაიმართება.
ამავე სოფლის მკვიდრი მანუჩარ მურადაშვილი გამგებლის ყოფილ წარმომადგენელს კუკური პლაჭიაშვილსა და მის მეგობარს ირაკლი გოგალაძეს ძალადობასა და იძულებით საკუთარი ხელით საფლავის გათხრაში ადანაშაულებს.
მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სსკ-ს 143-ე მუხლის მესამე ნაწილის ა ქვეპუნქტით დაიწყო, რაც წინასწარ შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილ თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.
პლაჭიაშვილი და გოგალაძე შსს-ს თანამშრომლებმა, 37 წლის კაცის გატაცების ბრალდებით დააკავეს.
საქმე ეხება ასპინძის სოფელ ხიზაბავრაში, 22 აგვისტოს მომხდარ ფაქტს. ხიზაბავრაში მაცხოვრები მანუჩარ მურადაშვილი ჟურნალისტებს უყვება, რომ დაკავებულებმა მას აიძულეს, საკუთარი საფლავი თავად გაეთხარა. ძალადობის მიზეზი 380 ლარი იყო, რომლის მოპარვასაც ყოფილი რწმუნებული მურადაშვილს აბრალებდა.
დაზარალებულის დედამ მომხდარის შესახებ სამმართალდამცველებს შვილის სახლში დაბრუნებისთანავე შეატყობინა.