კარწახის საბაჟოზე ნარკოდანაშაულისთვის ერთი პირი დააკავეს
10.12.2020
საბაჟო გამშვებ პუნქტ „კარწახის“ ტერიტორიაზე თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე - 1970 წელს დაბადებული ფ.დ. დააკავეს.
შსს–ს ინფომაციით, დაკავებულს ბრალი ედება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვაში, საქართველოში უკანონოდ შემოტანასა და ტრანზიტით საერთაშორისო გადაზიდვაში.
დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. "ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა დაკავებულის მართვის ქვეშ არსებული სატვირთო მანქანის შემოწმებისას, მანქანის სალონში სპეციალურად მოწყობილ სამალავში ნახევარი კილოგრამი ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“ და 99 აბი ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება“მდმა“ აღმოაჩინეს, რაც პოლიციამ ნივთმტკიცების სახით ამოიღო.
გამოძიებით დადგინდა, რომ ფ.დ.-ს ამოღებული ნარკოტიკული საშუალება, თურქეთიდან საქართველოს გავლით, უზბეკეთში უკანონოდ გადაჰქონდა" – ნათქვამია შსს–ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
უწყების ცნობით, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის, საქართველოში უკანონოდ შემოტანის და ტრანზიტით საერთაშორისო გადაზიდვის ფაქტებზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 262-ე მუხლის 1-ლი პრიმა ნაწილით, 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.