სასამართლოს გადაწყვეტილება არ სრულდება - გოდერძი კუბლაშვილი კუთვნილ ნივთს ვერ იბრუნებს
21.04.2021
ადიგენის მკვიდრი, 2020 წლის არჩევნებზე პარტია „თავისუფალი საქართველოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გოდერძი კუბლაშვილი ამბობს, რომ სასამართლოს განაჩენი არ სრულდება და თავის კუთვნილ ნივთს ვერ იბრუნებს.
საქმე ეხება 2020 წელს მომხდარ ქურდობას, როცა კუბლაშვილს ავტომანქანის ჩასაბმელიანი ვაგონი მოპარეს. პოლიციამ ნივთს ბაკურიანში მიაგნო. ახალციხის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით, ვაგონი მის მფლობელს უნდა დაბრუნებოდა. კუბლაშვილი ამბობს, რომ ნივთის წამოღება 20 აპრილს სცადა, თუმცა ვერ დაიბრუნა. ამიტომ თავს დაჩაგრულად თვლის და აცხადებს, რომ მისი უფლებები დაირღვა და ეს არ არის პირველი შემთხვევა. კუბლაშვილმა განცხადებით მიმართა სახალხო დამცველს და პრემიერ-მინისტრს. ის პროკურორისა და გამომძიებლის მიმართ დისციპლინური მოკვლევის დაწყებას ითხოვს. ამ მოთხოვნით სამცხე-ჯავახეთის პროკურატურასთან ბრიფინგი გამართა.
საქმის პროკურორი ამბობს, რომ სასამართლოს განაჩენის აღსრულება მათ კომპეტენციაში არ შედის. გელა მაღრაძის თქმით, განაჩენის მიხედვით, კუბლაშვილს ვაგონი პირვანდელი მდგომარეობით უნდა დაუბრუნდეს.
„ახლანდელმა მეპატრონემ ვაგონი იყიდა ჯართში, რადგან ჯართში იყო ჩაბარებული (ქურდს, რედ.) და მოახდინა მისი კეთილმოწყობა. შიგნით ხის კონსტრუქციები გააკეთა. რამდენადაც ვიცი, მეპატრონე თანახმაა, რომ დაუბრუნოს, ოღონდ მის მიერ გაკეთებული ნივთები უკან ამოიღოს. რადგან ამაზე ვერ თანხმდებიან, მაშინ სამოქალაქო წესით, სასამართლოში უნდა ედავოს“.
გოდერძი კუბლაშვილი ამბობს, რომ სასამართლოს განაჩენში მსგავსი ჩანაწერი არ არის. იმ შემთხვევაში, თუ ახალი მეპატრონე ვაგონში კონსტრუქციებს ახსნის, ობიექტი დაზიანდება.
გელა მაღრაძე ამბობს, რომ აღსრულების საკითხში პროკურატურა ვერ ჩაერევა, რადგან ეს უფლებამოსილება პროკურატურას არ გააჩნია.
„პროკურატურა ამ საქმეში არის ჩვეულებრივი მხარე, როგორც დაზარალებული ითვლება დაცვის მხარედ, პროკურატურა ბრალდების მხარედ ითვლება. სასამართლოში გაგვაჩნია თანაბარი უფლებები. არ ვართ უფლებამოსილები, დაცვის მხარეზე მაღლა ვიდგეთ“.
გოდერძი კუბლაშვილმა სასამართლოში კიდევ ერთ საკითხზე იდავა. ადიგენის მერიის მიწის აღიარების კომისიამ მიწის ნაკვეთის რეგისტრაციაზე უარი უთხრა. ამის გამო, კუბლაშვილმა სამხარეო ადმინისტრაციის წინ შიმშილობა დაიწყო, რამდენიმე დღეში კი შეწყვიტა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.