სამართალი
ცნობს თუ არა თავს დამნაშავედ მეგობრის მკვლელობაში ბრალდებული
დღეს 8 მაისს, ახალციხის რაიონულ სასამართლოში, ასპინძაში მომხდარი განზრახ მკვლელობასა და ოჯახის წევრების მიმართ სისტემატურ ცემაში ბრალდებულის აღკვეთის ღონისძიების სხდომა გაიმართა.
პროკურატურამ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა მოითხოვა, ბრალდებულმა კი მკვლელობის ნაწილში თავი დამნაშავედ ცნო და პატიმრობას დათანხმდა. ბრალდებულს სახაზინო ადვოკატი იცავს.
სასამართლომ პროკურორის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და ბრალდებულს პატიმრობა შეუფარდა.
მომავალი სასამართლო სხდომა 29 ივნისს ჩაინიშნა.
შეგახსენებთ, რომ ასპინძის მუნიციპალიტეტში მკვლელობა 5 მაისს მოხდა. სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს.
Տարածեք :