რას ჰყვებიან სკოლიდან თანხის მოპარვაზე დირექტორი და დაკავებულის მამიდა
19.05.2022
ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ დერცელის საჯარო სკოლის დირექტორი იხსენებს თუ როგორ აღმოაჩინა დიდი ოდენობით დანაკლისი. მერაბ ბერიძის თქმით, მას შემდეგ რაც საკანცელარიო ნივთების შესაძენად თანხა ვერ გადარიცხა, ბანკიდან ამონაწერი ამოიღო. სწორედ მაშინ აღმოაჩინა, რომ 80 000 ლარზე მეტი, რომელიც ანგარიშზე უნდა ჰქონოდა, აღარ ფიქსირდებოდა. დირექტორი ამბობს, რომ თანხის დაკარგვის თაობაზე მაშინვე განაცხადა.
ბრალდებული ბუღალტრის გამზრდელი მამიდა გამოძიებას არ ეთანხმება. ქალს არც იმის სჯერა, რომ მისი ძმისშვილი მოპარულ თანხებს ტოტალიზატორში რიცხავდა.
შეგახსენებთ, რომ დერცელის ყოფილი ბუღალტერი სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით თანხის მითვისების ფაქტზე 17 მაისს დააკავეს. პროკურატურის ინფორმაციით, ბრალდებულმა სკოლის ანგარიშიდან პირად ანგარიშზე ჯამში 142 904.31 ლარი გადაირიცხა. უწყების ცნობით, ბრალდებულმა თანხა აზარტულ თამაშებში და სხვადასხვა კომერციულ და გასართობ ობიექტებში გამოიყენა.
ნ.ჯ. დერცელის სკოლაში ბუღალტრის პოზიციაზე 2016-2021 წლებში მუშაობდა. მას ახალციხის რაიონულმა სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა. ნ.ჯ. ბრალდებას აღიარებს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.