თანხა გადარიცხული აქვს აზარტულ თამაშებში, მოლებსა და პირად ანგარიშებზე - თამარ ზურაბაშვილი
17:21 / 19.05.2022
28 წლის ნ.ჯ. სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით თანხის მითვისების ფაქტზე 17 მაისს დააკავეს. ნ.ჯ. დერცელის სკოლაში ბუღალტრის პოზიციაზე 2016 წლის 20 მაისიდან 2021 წლის 21 მაისამდე მუშაობდა.
2019 წლამდე მისი ყოველთვიური ხელზე ასაღები ანაზღაურება 260 ლარს, ხოლო 2019 წლიდან 320 ლარს შედგენდა.
პროკურატურის ინფორმაციით, ბრალდებულმა სკოლის ანგარიშიდან პირად ანგარიშზე ჯამში 142 904.31 ლარი გადაირიცხა. პროკურორის თამარ ზურაბაშვილის თქმით, გამოძიება მიმდინარეობს და არ არის გამორიცხული, საქმეში თანამონაწილეებიც გამოიკვეთოს.
დღეს 19 მაისს, ახალციხის რაიონულ სასამართლოში, ადიგენის სოფელ დერცელში, სკოლის ბუღალტრის მიერ სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით თანხის მითვისების ფაქტზე აღკვეთის ღონისძიების სხდომა გაიმართა. სხდომა დისტანციურ რეჟიმში ჩატარდა.
სასამართლომ პროკურორის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და ბრალდებულს პატიმრობა შეუფარდა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.