სამართალი
2023 წლის მეორე კვარტალში, სამცხე-ჯავახეთში 27 სატრანსპორტო შემთხვევა მოხდა
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2023 წლის მეორე კვარტალში, 1 427 საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა აღირიცხა, დაიღუპა 90, ხოლო დაშავდა 1 850 მოქალაქე.
სტატისტიკის თანახმად, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების რაოდენობებით პირველ ადგილზე თბილისია (706 საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა), მეორე ადგილზე კი იმერეთი, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი (167 შემთხვევა).
რაც შეეხება სხვა რეგიონებს, სტატისტიკა შემდეგნაირად გამოიყურება: აჭარა - 150 საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა, სამეგრელო-ზემო სვანეთი - 62, შიდა ქართლი - 64, ქვემო ქართლი -106, კახეთი-78, სამცხე-ჯავახეთი - 27, მცხეთა- 46, გურია - 21.
რაც შეეხება საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების სახეებს, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამოქმედო ტერიტორიაზე მომხდარი საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევებიდან ყველაზე მეტი, 503 შემთხვევა საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევას უკავშირდება მოძრავი სატრანსპორტო საშუალებების მონაწილეობით, მეორე ადგილზე კი საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა/შეჯახებაა ქვეით მოსიარულეზე - 414 შემთხვევა.
ამასთან, ამავე პერიოდში 167 საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევაა აღრიცხული მოტოციკლეტისტის მონაწილეობით.
საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების გამომწვევი სავარაუდო მიზეზების რაოდენობის სტატისტიკა შემდეგნაირად გამოიყურება:
- სატრანსპორტო საშუალების მართვა ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში - 34;
- სატრანსპორტო საშუალების მართვა ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული საშუალებების ზემოქმედების ქვეშ - 0;
- მოძრაობის დადგენილი სიჩქარის გადაჭარბება - 80;
- შემხვედრი მოძრაობის ზოლში გადასვლა ან გასწრების წესების დარღვევა - 82;
- საგზაო ნიშნის ან მონიშვნის დაუმორჩილებლობა - 62;
- მოძრაობის დაწყების მანევრი - 26;
- მოხვევის მანევრი - 60;
- მობრუნების მანევრი - 8;
- უკუსვლით მოძრაობა - 14;
- გზაჯვარედინის გავლის წესების დარღვევა - 28;
- ქ/მ გადასასვლელის გავლის წესების დარღვევა - 58;
- მგზავრთა გადაყვანის წესების დარღვევა - 2;
- ტვირთის გადაზიდვის წესების დარღვევა - 1;
- დისტანციის დაუცველობა - 88;
- სატრანსპორტო საშუალების დგომა-გაჩერების წესების დარღვევა- 3;
- განლაგების წესის დარღვევა - 1;
- რკინიგზის გადასასვლელის გავლის წესის დარღვევა - 1;
- სხვა სახის საგზაო მოძრაობის წესის დარღვევა - 712;
Տարածեք :