რა პროცედურები უნდა გაიაროს "რუსულმა კანონმა" ამოქმედებამდე?
დღეს, 14 მაისს პარლამენტმა " რუსული კანონი" მესამე მოსმენით მიიღო. რა პროცედურები უნდა გაიაროს "რუსულმა კანონმა" ამოქმედებამდე? - პროცედურებს იურისტი ლევან ალაფიშვილი აქვეყნებს.
"III მოსმენით მიღებიდან 10 დღეში რუსული კანონი გადაეცემა პრეზიდენტს, რომელმაც ან ხელი უნდა მოაწეროს მას, ან 2 კვირის ვადაში ვეტო უნდა დაადოს და მოამზადოს ახალი კანონპროექტი.
ვეტო უნდა იყოს არსებითი კანონისგან არსებითად განსხვავებული კანონპროექტი, რომელსაც ამზადებს/წერს და პარლამენტში აბრუნებს პრეზიდენტი.
თუ პრეზიდენტი არ მოამზადებს და არ წარადგენს კანონპროექტს (ვეტო) ვადის გასვლიდან 5 დღეში პარლამენტის თავმჯდომარე მოაწერს ხელს და გამოაქვეყნებს "რუსულ კანონს", რაც მის ამოქმედებას ნიშნავს.
პრეზიდენტმა უკვე დააანონსა, რომ "რუსულ კანონს" ვეტოს დაადებს. შესაბამისად, თუ "ქართული ოცნების" უმრავლესობა ამ სახით კანონის მიღებას მაინც გადაწყვეტს, ვეტოს დაძლევის სავარაუდო დღე 7 ივნისია", - წერს ალაფიშვილი.