დავით ახალკაცი წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციელის დაუმორჩილებლობის მუხლით დააკავეს
ახალციხეში კონცერტის მიმდინარეობისას, "კოალიცია ცვლილებებისათვის" დავით ახალკაცი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით დააკავეს, რაც წვრილმან ხულიგნობასა და სამართალდამცველების მიმართ დაუმორჩილებლობას გულისხმობს.
შემთხვევა დღეს, 20 დეკემბერს ახალციხის ცენტრში მოხდა, რა დროსაც საახალწლო კონცერტი მიმდინარეობდა.
კონცერტის მსვლელობის დროს, ერთმანეთს "კოალიცია ცვლილებებისთვის" წევრი დავით ახალკაცი და ახალციხის მერის მოადგილე ვაჟა გაჩეჩილაძე დაუპირისპირდნენ.
ადგილზე სამართალდამცველები მივიდნენ და ახალკაცი პოლიციის მანქანით ტერიტორიიდან წაიყვანეს, მაშინ tv9news.ge -ს კოალიციაში განუცხადეს, რომ ახალკაცი ტერიტორიიდან განარიდეს, თუმცა შსს-ში გვითხრეს, რომ დავით ახალკაცი დაკავებულია.