სოფლის მეურნეობა
სამცხე-ჯავახეთში სოფლის მხარდაჭერის პროგრამისთვის პრიორიტეტების შერჩევა იწყება
სამცხე-ჯავახეთში, "სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში, სოფლებში პრიორიტეტების შერჩევა იწყება. მოსახლეობასთან შეხვედრების შესახებ განრიგს ასპინძისა და ახალციხის მერიები ავრცელებენ. სხვა მუნიციპალიტეტებს აღნიშნულზე ინფორმაცია ჯერ არ გაუვრცელებიათ.
ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში, პრიორიტეტების შერჩევის მიზნით, მოსახლეობასთან შეხვედრები 6 თებერვლიდან დაიწყება 24 თებერვლის ჩათვლით გაგრძელდება. უკვე ცნობილია განრიგიც რომელ სოფელში, როდის ჩატარდება შეხვედრები.
ახალციხის მერიის ინფორმაციით, პროგრამის განსახორციელებლად, მუნიციპალიტეტს საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 612 ათასი ლარი გამოეყო. თითოეულმა სოფელმა მცირე ინფრასტრუქტურული პროექტის განსახორციელებლად თანხა მოსახლეობის რაოდენობის გათვალისწინებით მიიღო.
რაც შეეხება ასპინძას, აქ პრიორიტეტების შერჩევის მიზნით, შეხვედრები 6 თებერვალს დაიწყება და 14 თებერვლის ჩათვლით გაგრძელდება.
,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში, პროექტების განსახორციელებლად ასპინძაში, 300 000 ლარამდე დაიხარჯება.
Տարածեք :