საქართველოს პატრიარქი იუბილარია
დღეს, 4 იანვარს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის დაბადების დღეა. მას 92 წელი შეუსრულდა.
ილია II (ერისკაცობაში — ირაკლი გიორგის ძე ღუდუშაური-შიოლაშვილი) 1933 წლის 4 იანვარს დაიბადა. ის 1957 წელს ბერად აღიკვეცა და ილია ეწოდა;
1957 წლის 18 აპრილს სიონის საპატრიარქო ტაძარში ხელდასხმულ იქნა იეროდიაკვნად;
1959 წლის 10 მაისს - წმიდა სერგის მონასტრის ლავრაში მღვდელმონაზვნად;
1960 წლის 19 დეკემბერს აყვანილი იქნა იღუმენის, ხოლო 1961 წლის 16 სექტემბერს არქიმანდრიტის ხარისხში;
1963 წლის 26 აგვისტოს დაინიშნა კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსად;
1963-1972 წლებში იყო მცხეთის სასულიერო სემინარიის პირველი რექტორი;
1967 წელს გადაყვანილ იქნა აფხაზეთის ეპარქიაში;
1969 წელს აღყვანილ იქნა მიტროპოლიტის ხარისხში;
1977 წლის 23 დეკემბერს არჩეულ იქნა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად;
25 დეკემბერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია მეორის ინტრონიზაციიდან 47-ე წლისთავი აღინიშნა.