პრაიდი რა არის - მეუფე ნიკოლოზი
5 ივლისს "თბილისი პრაიდი" ღირსების მარშს გამართავს - დაგეგმილ ღონისძიებას სასულიერო პირების მაღალი იერარქიის წევრები ეხმაურებიან. ნაწილი მათგანი პროცესებში არ ერევა, ნაწილი კი კატეგორიულად ეწინააღმდეგება და ამბობს, რომ ეს კატეგორიულად დაუშვებელია.
,,ეს არის სოდომური ცოდვის პროპაგანდის საწინააღმდეგო აქცია. აი ახლა აქ რომ ვინმე მოვიდეს, შარვალი ჩაიხადოს და რაღაცა ქნას, მშვიდად ჩაივლის? ადამიანის უფლება არ არის ეს. სიბილწის პროპაგანდა არავითარ შემთხვევაში არავისი უფლება არაა. ჩვენ გვაფურთხებენ, ასე გვიკეთებენ, რაც მე ახლა მოვიყვანე მაგალითი. რომ დაჯდება, მოისაქმებს ტაძრის წინ, იქნება რეაქცია," - განუცხადა ჟურნალისტებს ჭყონდიდის, ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტმა სტეფანემ (კალაიჯიშვილი).
რა პოზიცია ექნება სასულიერო პირებსა და ეკლესიას მაშინ, როდესაც ორი განსხვავებული საზოგადოებრივი ჯგუფი შესაძლოა ერთი და იგივე დროს ვიხილოთ განსხვავებული მოსაზრებებით ქუჩაში და იმ ფონზე, როდესაც წარსული გამოცდილებიდან გამომდინარე არსებობს გარკვეული რისკებიც.
,,პრაიდი რა არის" - კითხვას კითხვითვე უპასუხა ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა.
ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა თეოდორემ კი აღნიშნა, რომ ,,საპატრიარქო ოფიციალურ ინფორმაციას 5 ივლისს დაგეგმილი ,,თბილისი პრაიდის" შესახებ უახლოეს დღეებში გაავრცელებს".