ახლადშესვენებულ ეპისკოპოსს დიმიტრის (კაპანაძე) ხუთშაბათს, 27 იანვარს, წირვის შემდეგ (დაახლ. 14:00 საათი) დედოფლისწყაროს საკათედრო ტაძრიდან დაკრძალავენ. ჭულევის მამათა მონასტრის ყოფილი წინამძღვარი ხორნაბუჯისა და ჰერეთის ეპისკოპოსი დღეს, 23 იანვარს გარდაიცვალა. ინფორმაციას ახალციხის დედათა მონასტერი ავრცელებს.
,,მეუფე დიმიტრის ჯანმრთელობის მდგომარეობა დაამძიმა კორონავირუსით გამოწვეულმა ინფექციამ. იგი ბოლო დღეების განმავლობაში საავადმყოფოში მკურნალობდა.
გამოვთქვამთ დიდ გულისტკივილსა და მწუხარებას ეპისკოპოს დიმიტრის გარდაცვალების გამო.
აღვავლენთ ლოცვებს მისი უკვდავი სულისათვის, რათა უფალმან აცხონოს და სავანესა მართალთასა დააწესოს იგი" - ნათქვამია საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
კორონავირუსით ოთხი თვის წინ, 19 სექტემბერს, 62 წლის ასაკში ნეკრესის ეპარქიის მიტროპოლიტი, საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის წევრი, მეუფე სერგი (ზურაბ ჩეკურიშვილი) გარდაიცვალა.
სამცხე-ჯავახეთის ეპარქიის ყოფილი მმართველის მეუფე სერგის დაქვრივებულ ეპარქიას ხორნაბუჯისა და ჰერეთის ეპარქიასთან ერთად მეუფე დიმიტრი მართავდა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.