დღეიდან, მართლმადიდებლებისთვის ყველიერის კვირა დაიწყო
მართლმადიდებლებისთვის დღეიდან ყველიერის კვირა დაიწყო.
ერთი კვირის განმავლობაში მორწმუნეებს ხორცის პროდუქტების გარდა, ყველაფრის მიღება შეუძლიათ, მათ შორის კვერცხისა და თევზეულისაც.
26 თებერვალს - ყველიერის კვირის ბოლო დღეს შენდობის ანუ მიტევების დღე აღნიშნება.
ყველიერს წინ "ხორციელის" კვირა უძღოდა.
დიდმარხვა 27 თებერვლიდან დაიწყება, რომელიც 16 აპრილს, უფლის ბრწყინვალე აღდგომის დღესასწაულზე გახსნილდება.