დეკანოზმა გიორგი მამალაძემ შიმშილობა დაიწყო
ე.წ. ციანიდის საქმეში ბრალდებული, დეკანოზი გიორგი მამალაძე, მესამე დღეა შიმშილობს.
მისი ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის თქმით, დეკანოზის ერთადერთი მოთხოვნა, კათოლიკოს-პატრიარქთან ილია მეორესთან და სინოდის წევრებთან შეხვედრაა. გიორგი მამალაძემ შიშმილობა 4 აპრილს დაიწყო.
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში ამბობენ, რომ მამალაძე პენიტენციურ დაწესებულებაში მედპერსონალის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
დეკანოზის ადვოკატის თქმით, მამალაძე მისი ოჯახისთვის დაცვის მოხსნას მოითხოვს. მიხეილ რამიშვილი მიზეზს განმარტავს. პროკურატურის მხრიდან წინასასამართლო სხდომის დახურვის შუამდგომლობისას ერთ-ერთ მოტივაციას წარმოადგენდა ის, რომ ბრალდებულის ოჯახის წევრების მიმართ ხორციელდებოდა დაცვის ღონისძიება, რასაც სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი ითვალისწინებს. ვინაიდან დეკანოზს სურს, რომ სასამართლო პროცესები იყოს ღია და საჯარო, ადვოკატი შესაბამისი განცხადებით პროკურატურას დღეს მიმართავს.