დღეს დიდი სამშაბათია
ქრისტიანული სამყარო ვნების კვირის სამშაბათს აღნიშნავს.
დიდი სამშაბათის მსახურებაზე ათი ქალწულისა და ტალანტების შესახებ იგავის გახსენება ხდება და გრძელდება მათეს სახარების ორშაბათს დაწყებული საკითხავი იესო ქრისტეს მეორედ მოსვლის შესახებ. ამით წმინდა ეკლესია კიდევ ერთხელ მოუწოდებს მორწმუნეებს სულიერი სიფხიზლისკენ, ჩვენთვის ბოძებული ნიჭისა და ძალების მართებული გამოყენებიკენ, განსაკუთრებით კი - მოწყალებისკენ, რასაც უფალი პირადად მის წინაშე ჩადენილ ღვაწლად თვლის, როცა ამბობს შემდეგს: "რაოდენი უყავთ ერთსა ამას მცირეთაგანსა ძმათა ჩემთასა, იგი მე მიყავთ"
ვნების კვირა დიდი მარხვის ბოლო, აღდგომის წინა კვირას ჰქვია. კვირის ექვსი დღე იესო ქრისტეს ვნების, ჯვარცმისა და დასაფლავების მოგონებას ეძღვნება.
ვნების შვიდეული და დიდმარხვა კვირას, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულზე სრულდება. წელს ქრისტიანული სამყაროს ყველა განშტოება უფლის აღდგომას ერთად, 16 აპრილს ზეიმობს.