ჯანდაცვა
როგორია ყირიმ-კონგოთი ინფიცირებულების მდგომარეობა?
ჯანდაცვის მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, სამცხე-ჯავახეთში ყირიმ-კონგოთი ინფიცირებული 3 ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და ისინი სავარაუდოდ, 1 კვირაში გამოჯანმრთელდებიან.
მისივე თქმით, სამცხე-ჯავახეთში არავითარი ეპიდაფეთქება არ არის და ეს ჩვეულებრივი შემთხვევებია, რომლებიც გასულ წლებშიც ფიქსირდებოდა.
„ბოლო 10 წლის განმავლობაში ყირიმ-კონგოს დაახლოებით, 100 შემთხვევა გვქონდა. ეს არის უკვე ენდემურად გადასული ინფექცია და ყოველწლიურად, საშუალოდ, 10 შემთხვევა გვაქვს. ის 3 შემთხვევა, რომელიც სამცხე-ჯავახეთში დაფიქსირდა, პაციენტების შესახებაც ვიცი და ნორმალურად გრძნობენ თავს. ვფიქრობთ, რომ დაახლოებით, 1 კვირაში გამოჯანმრთელდებიან და გამოწერენ. არავითარი ეპიდაფეთქება არ არის და ეს ჩვეულებრივი შემთხვევებია, რომლებიც გასულ წლებშიც გვქონდა“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.
შეგახსენებთ, რომ ასპინძაში "ყირიმ კონგოს" ვირუსით სამი ადამიანი დაავადდა.
Տարածեք :