ახალციხის რაიონულ სასამართლოში გაკეთებული განცხადების შემდეგ ვიოლეტა ინასარიძე პროკურატურამ გამოკითხვაზე დაიბარა. საგამოძიებო ორგანოს კითხვები მის ნათქვამს შეეხებოდა, რომლის მიხედვითაც 2021 წლის 20 მარტს ექიმმა ცრუ ჩვენება კლინიკა „იმედის“ ზეწოლის ქვეშ მისცა. მეგი ბაქრაძის ოჯახის ადვოკატის ვახტანგ ბარამაშვილის თქმით, ინასარიძემ სასამართლოში ნათქვამი შეცვალა და განაცხადა, რომ ზეწოლას ადგილი არ ჰქონია და ექთნის გარდაცვალებაზე შედგენილი სამედიცინო დოკუმენტაცია ყალბი არ არის.
„ჩვენი გადმოსახედიდან, ქალბატონი ვიოლეტას ქმედებები ძალიან ჰგავს კლინიკასთან ვაჭრობას. თითქოს ცდილობს ის გარკვეულ შეთანხმებაზე წამოიყვანოს კლინიკა. ჩვენ პირველივე დღიდან ვსაუბრობდით იმაზე, რომ გარკვეული შეთანხმებები კლინიკასა და ექიმებს შორის არსებობდა და ინფორმაცია იმალებოდა“ - აცხადებს ადვოკატი.
ვახტანგ ბარამაშვილის თქმით, ამას ადასტურებს თავად ვიოლეტა ინასარიძის განცხადება სამოქალაქო პროცესზე და ასევე ჟურნალისტებისთვის მიცემული ინტერვიუ, სადაც ამბობს, რომ კლინიკამ მასზე ზეწოლა განახორციელა.
„ახლა რომ უარყოფს ამ ფაქტებს, შეიძლება ეს იმას ნიშნავდეს, რომ კიდევ ერთხელ შედგა ამ ორ მხარეს შორის შეთანხმება და ურთიერთობა. ამას სამართლის ენაზე ჰქვია დანაშაულის დაფარვა და ეს ცალკე სისხლის სამართლის დანაშაულია კიდევ“ - აცხადებს უფლებადამცველი.
ვახტანგ ბარამაშვილი მიიჩნევს, რომ არაერთხელ შეცვლილი ჩვენებების ფონზე ინასარიძის განცხადებები სარწმუნო ვერ იქნება.
შეგახსენებთ, რომ მეგი ბაქრაძის გარდაცვალებაში ფიგურანტმა ექიმმა, კლინიკა „იმედიდან“ გათავისუფლების შემდეგ, სასამართლოში დავა წამოიწყო. ბოლო სასამართლო სხდომაზე გაკეთებული განცხადებით, მან ყოფილი სამსახურის ადმინისტრაცია ზეწოლაში და მასთან გარიგების მცდელობაში დაადანაშაულა. ვიოლეტა ინასარიძის ადვოკატის ბონდო ვათიაშვილის თქმით, კლინიკამ სარჩელის გამოტანის სანაცვლოს ექიმს 5000 ლარიანი სახელფასო ანაზღაურება შესთავაზა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.