არჩევნები
სამცხეში ვაჟა ჩიტაშვილი, ჯავახეთში - მელიქ რაისიანი - ენმ-მ კანდიდატთა სია წარადგინა
2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების ნაწილის ვინაობა ცნობილია. პარტიის 6 აგვისტოს გამართულ პოლიტსაბჭოს სხდომაზე კანდიდატების ნაწილზე შეთანხმდნენ.
საბჭოს გადაწყვეტილებით სამცხეში დეპუტატობისთვის ვაჟა ჩიტაშვილი, ჯავახეთში კი მელიქ რაისიანი იბრძოლებს.
"ნაციონალური მოძრაობის" მაჟორიტარების სია დანარჩენ ოლქებში ასე გამოიყურება:
ნიკა მელია - თბილისი (გლდანი)
ლევან ხაბეიშვილი - თბილისი (სამგორი)
დავით კირკიტაძე - რუსთავი
გრიგოლ ვაშაძე - ქუთაისი
აზერ სულეიმანოვი - მარნეული
ხატია დეკანოიძე - თერჯოლა-ტყიბული-ზესტაფონი-ბაღდათი
ლევან ბეჟაშვილი - გურაჯაანი-სიღნაღი-დედოფლისწყარო-საგარეჯო
გიორგი ბოტკოველი - თელავი-ახმეტა-ყვარელი-ლაგოდეხი
ბადრი ბასიშვილი - გორი-კასპი
ვაჟა ჩიტიშვილი - ახალციხე-ადიგენი-ასპინძა- ბორჯომი
მელიქ რაისიანი - ახალქალაქი-ნინოწმინდა
დევი ჭანკოტაძე - სამტრედია- წყალტუბო
,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ცენტრალურ ოფისში პოლიტიკური საბჭოს სხდომა 6 აგვისტოს გაიმართა, სადაც საარჩევნო კამპანიასთან დაკავშირებულ საკითხებზე იმსჯელეს.
როგორც ენმ-ს თავმჯდომარემ, გრიგოლ ვაშაძემ პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, სხდომაზე იმსჯელეს შტაბში ფუნქციების განაწილებაზე და მაჟორიტარი კანდიდატების სტრატეგიაზე - რომელ რეგიონში რომელი მაჟორიტარი შეიძლება სჯობდეს.
Տարածեք :