არჩევნები
ყველა ვხვდებით, არჩევნებამდე 2 დღით ადრე ასეთი რამ რატომ ხდება – კახა კუკავა კუბლაშვილზე
"თავისუფალი საქართველოს" ლიდერმა გოდერძი კუბლაშვილის მიერ კანდიდატურის მოხსნის შესახებ მედიიდან შეიტყო. კახა კუკავა ამბობს, რომ პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატს მისი საქმის კურსში ჩაყენება არც უფიქრია. მისთვის აქამდე არც ის უთქვამს, რომ საარჩევნო კამპანიაში პარტიის ჩართულობა ნაკლები იყო და დახმარება სჭირდებოდა.
"აბსოლუტურად არაფერი ვიცი, დღეს გავიგე მედიიდან. მე არც ვიცოდი, რომ რაიმე მსგავსს აპირებდა. თვითონ უნდა ეთქვა და არაფერი უთქვამს, არ ჩათვალა საჭიროდ. ყველა ვხვდებით, ასეთი რაღაც როცა ხდება, არჩევნებამდე ორი დღით ადრე, რატომაც ხდება–ხოლმე, უბრალოდ არ მინდა ამაზე საუბარი არჩევნებამდე"– განუცხადა "მეცხრე არხს" კახა კუკავამ.
კახა კუკავას თქმით, საკითხის დეტალებით არჩევნების შემდეგ დაინტერესდება.
შეგახსენებთ, რომ დღეს, 29 ოქტომბერს „თავისუფალი საქართველოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატიმა №17 სამცხის ოლქში გოდერძი კუბლაშვილმა კანდიდატურა მოხსნა.
Տարածեք :