აწყურში ხმის მიცემა ტრადიციული მეთოდით მიმდინარეობს
აწყურის საარჩევნო უბანზე ხმის მიცემა ტრადიციული მეთოდით მიმდინარეობს. 10 საათის მდგომარეობით საკუთარიბ პოზიცია 109 მოქალაქემ დააფიქსირა. აღნიშNულ უბანზე სულ 1049 ამომრჩეველია რეგისრტირებული. გადასატანი ყუთის საშუალებით კი კენჭსიყრაში 26 ამომრჩეველი მონაწილეობს.
აწყურის საარჩევნო უბანში მოქალაქეები ხმას ტრადიციული მეთოდით აძლევენ. სოფელში სულ 14 უბანია გახსნილი.
სამცხე–ჯავახეთში 188 საარჩევნო უბანია, 75–ზე არჩევნები ძველი წესით ჩატარდება, 113–ზე კი ელექტრონულად.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, რეგიონში 143 587 ამომრჩეველია, მათგან ყველაზე მეტი ახალქალაქში, ყველაზე ნაკლები ასპინძაში.