განათლება
სტუდენტური ფესტივალი 2019 გაიხსნა
სტუდენტური ფესტივალი 7 მაისს დაიწყო და 10 დღე გაგრძელდება. ფესტივალში მონაწილეობას საქართველოს 36 უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება და 50 000-მდე ქართველი და უცხოელი სტუდენტი მიიღებს. მათ შორის სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლები.
![](/images/temp/2019/05/08/c2827ccd9ca5a44b2a547d620935b252.jpg)
ფესტივალისთვის სპეციალური სივრცე დიღმის ოლიმპიურ კომპლექსში მოეწყო, სადაც ახალგაზრდები კულტურულ და სპორტულ სანახაობებს წარმოადგენენ.
7 მაისს, 20:00 საათზე გაიმართა ფესტივალის ოფიციალური გახსნისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება, რომელში მონაწილე უნივერსიტეტებსაც სამახსოვრო სიგელები გადაცათ. ღონისძიებაში მონაწილეობდა ჯგუფი „სახე“.
ფესტივალის ბოლოს გამოვლინდება გამარჯვებული უნივერსიტეტიც.
![](/images/temp/2019/05/08/a4bdb0c1d288be725d733ef69b6d0509.jpg)
ახალი თბილისის ტერიტორიაზე, ჩატარდება შემდეგი სპორტული და კულტურულ-შემოქმედებითი აქტივობები:
- მინი ფეხბურთი;
- ქუჩის კალათბურთი;
- ფრენბურთი;
- ქართული ცეკვა;
- ხალხური სიმღერა;
- თანამედროვე ცეკვა;
- მუსიკალური ბენდების კონკურსი.
Տարածեք :