SSSS

განათლება
უსაფრთხო შენობები და ხარისხიანი განათლება – სამცხე–ჯავახეთის სკოლების გამოწვევები
საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის განვითარების პრობლემა სამცხე–ჯავახეთის არაერთ სკოლაში დგას.

მოძველებული ლაბორატორიები, მოუწესრიგებელი სველი წერტილები, დაუცველი ჰიგიენური ნორმები, სახელმძღვანელოების სიმცირე, თანამედროვე ლიტერატურის არარსებობა - ეს იმ პრობლემათა არასრული ჩამონათვალია, რომელიც სოფლად მცხოვრებ მოსწავლეებს აწუხებთ.

რატომ ტოვებენ სოფელ ხიზაბავრას ახალგაზრდები?


ხიზაბავრის საჯარო სკოლაში 64 მოსწავლე და 22 პედაგოგია, მათგან მხოლოდ ოთხია სერტიფიცირებული.

სკოლას არ აქვს სამედიცინო კაბინეტი, ბუფეტი. სოფლის ბიბლიოთეკა და სკოლის ლაბორატორია განახლებას საჭიროებს, მოსწავლეები არაფორმალური განათლების მიღების პრობლემის შესახებ ჩივიან.

ხიზაბავრაში, 16 წლის სალომე გელაშვილს, სკოლის მერე თავისუფალი დროის გატარება ძირითადად სპორტულ მოედანზე უწევს. ამბობს, რომ ,,ვიდრე მასწავლებელი ხიზაბავრიდან წავიდოდა, ცეკვაზეც დავდიოდი, თუმცა მისი წასვლის შემდეგ სოფელში ერთადერთი ცეკვის წრეც გაუქმდა“.

ირაკლი მაზმიშვილი ხიზაბავრის სკოლაში სასწავლებლად სოფელ თოკიდან გადავიდა. მშობლები იმ მიზეზით მიატოვა, რომ სოფელში მხოლოდ საბაზო სკოლაა. ხიზაბავრაში საშუალო განათლების მისაღებად ბებიასთან და ბაბუასთან მარტო ცხოვრობს. უნივერსიტეტში ჩაბარება და სოფლიდან წასვლა უნდა.

,,მიაჩნია, რომ ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფლებში მძიმე სოციალური ფონია, რის გამოც ხარისხიანი განათლების მიღება შეუძლებელია. აქ, არც სკვერია და არც ტრენაჟორები. ინტერნეტიც არაა, რომ სიახლეებს თვალყური ვადევნოთ. არც სამუშაო ადგილებია და არც ხელშეწყობა ახალგაზრდებისთვის“.



მარიამ სუდაძე სოფელ ღრელიდან ხიზაბავარში საცხოვრებლად ერთი წლის წინ გადავიდა, მისი მთავარი სურვილი სკოლაში ლაბორატორიები მოწყობა და შემეცნებითი წრეების გახსნაა.

საგანმანათლებლო წრეების არარსებობის გამო წუხს მე-10 კლასის მოსწავლე შორენა ქუქჩიშვილიც. სასწავლო პროცესის დასრულების შემდეგ თავისუფალ დროს წიგნს კითხულობს ან სასურველი ავტორის ლიტერატურას ინტერნეტში ეძებს, რადგან სოფლის ბიბლიოთეკა ორ ათეულ წელზე მეტია აღარ განახლებულა.

შორენას საყვარელი ჟანრი სათავგადასავლო, ავტორი კი დათო ტურაშვილია. საყვარელი ავტორის წიგნი ამ დრომდე ვერ იშოვა. თანამედროვე ლიტერატურის არარსებობის გარდა, შორენასთვის პრობლემას წარმოადგენს ხიზაბავრის საჯარო სკოლის ქიმიისა და ფიზიკის ლაბორატორიები.

,,სკოლის ბიბლიოთეკას ,,90-იანების“ ლიტერატურა აქვს. არც მკითხველთა კლუბია. ჩვენი სკოლის ლაბორატორიაში ცდებს ვერ ვატარებთ, რაც დიდი პრობლემაა. კარგი იქნება ლაბორატორიები აუცილებელი ინვენტარით მაინც შეივსოს“ - ამბობს მე-10 კლასის მოსწავლე შორენა ქუქჩიშვილი.

მოსწავლეთა წუხილს იზიარებს სკოლის ფიზიკის მასწავლებელი. თეა ხითარიშვილი იმ საკითხებზე ამახვილებს ყურადღებას, რომელიც მისი აზრით პირველ ეტაპზე უნდა მოგვარდეს:

  • ბიბლიოთეკაში წიგნების ფონდისა და ლაბორატორიებში ინვენტარის განახლება,

  • სკოლაში შიდა წრეების, ახალი სახელმძღვანელოებისა და ინტერნეტის უქონლობა,

  • პერიოდულად მასწავლებელთა გადამზადება

  • სკოლის საპირფარეშოების გაუმჯობესება და

  • საატესტატო გამოცდების აღდგენა.
,,მასწავლებლებისთვისაც და მოსწავლეებისთვისაც უკეთესი იქნება თუკი სველ წერტილებს გააუმჯობესებენ და თანამედროვე სტანდარტებთან მიაახლოვებენ. გარდა ამისა, შესაძლებელია არ იყოს მე-12 კლასში ამდენი გამოცდა აუცილებელი, თუმცა რაღაც საფეხურებზე მაინც უნდა ხდებოდეს ზოგ საგნებში გამოცდების ჩაბარება“ - მიაჩნია თეა ხითარიშვილს.



ხიზაბავრის სკოლაში კიდევ ერთი მთავარი პრობლემა კვალიფიციური პედაგოგების ნაკლებობაა. ასპინძის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელი სოფელ ხიზაბავრაში ამბობს, რომ სკოლაში ინგლისურს მხოლოდ ,,შესაბამისი კურსგავლილი“ სპეციალისტი ატარებს, რის გამოც მოსწავლეები ხარისხიან განათლებას ვერ იღებენ.

ჩამოთვლილი პრობლემების მიუხედავად, იგი ფიქრობს, რომ ხიზაბავრაში საგანმანათლებლო წრეების პრობლემა არ დგას. ნოდარ ბაბელაშვილის აზრით, სოფელში ყველა პირობაა შექმნილი იმისთვის, რომ ახალგაზრდამ საკუთარი უნარების რეალიზება მოახდინოს, თუმცა ამბობს, რომ სოფელი დღითიდღე მაინც იცლება.

,,ახალგაზრდები მიდიან და უკან არ ბრუნდებიან, ფულის გამო. წელს უკვე 161 ოჯახი იყო ზამთარში, მიწა კი 332 ოჯახზეა განაწილებული“ - ამბობს ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენელი.

ნაქირავებ შენობაში განთავსებული აზავრეთის სკოლა

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ აზავრეთის საჯარო სკოლამ, 10-დღიანი პროტესტის შემდეგ, სასწავლო პროცესი 2019 წლის 17 აპრილს განაახლა.

საჯარო სკოლის 210 ბავშვი და მათი მშობლები ათი დღე გაფიცულები იყვნენ. სოფელში სკოლის ახალი შენობის აშენებას ითხოვენ, რადგან სოფლის სკოლის შენობა ავარიულია და იქ სასწავლო პროცესის წარმართვა სიცოცხლისთვის საშიშია.

„ამ შემთხვევაში ჩვენთვის ბავშვების სიცოცხლე უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე სწავლა“, - ამბობდნენ აზავრეთის სკოლის მოსწავლეების მშობლები.



წელს რამდენიმე საკლასო ოთახი, საშიში ვითარების გამო, დაკეტილი იყო. ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ 1937 წელს აშენებული სკოლა მხოლოდ ერთხელ, 20 წლის წინ, კოსმეტიკურად შეკეთდა. სკოლის კედლები რამდენიმე ოთახში ჩამონგრეულია, თითქმის ყველგან ჩამოშლილია ჭერი და დაზიანებული სახურავიდან შენობაში წყალი ჩადის, ალაგ-ალაგ აყრილია იატაკი.

სკოლის დირექტორმა სლავიკ ეღიზარიანმა ახალქალაქის მერიას დახმარების თხოვნით არაერთხელ მიმართა, თუმცა უშედეგოდ. ბოლოს წერილი საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს მიწერა. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციამ, სკოლის დირექტორის წერილი განათლების სამინისტროს, ინფრასტრუქტურის სამინისტროს და ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიას გადაუგზავნა და საკითხის შესწავლა დაავალა.

„ამ ეტაპზე სკოლის კაპიტალური რემონტი იგეგმება, რაც დაახლოებით ერთ მილიონ ლარამდე დაჯდება. ეს თანხა ცენტრალური ბიუჯეტიდან უნდა მოვითხოვოთ და სამუშაოებს მომავალ წელს დავიწყებთ. ადგილობრივი ბიუჯეტით ახალი სკოლის აშენებაზე ოცნებაც კი არ შეგვიძლია“, - გვითხრა ახალქალაქის მერმა იური უნანიანმა.

შენობის რეკონსტრუქციას მუნიციპალური განვითარების ფონდი აპირებს. უწყებაში ამბობენ, რომ სკოლის შენობის რეაბილიტაცია წელსვე დაიწყება. საპროექტო სამუშაოებზე ტენდერს მაისში გამოაცხადებენ. ამის შემდეგ გაირკვევა, რა თანხაა საჭირო სრული რეკონსტრუქციისთვის, რომელიც მომავალ წელს დასრულდება.

სოფლის დეპუტატის სიფან შიპაქციანის თქმით, სასწავლო წლის ბოლომდე ქირას მერია გადაიხდის. სოფლის მაჟორიტარი დეპუტატის თქმით, ახალქალაქის მერიამ სამი ოთახი მაღაზიასა და კულტურის სახლში იქირავა. 210 მოსწავლე რამდენიმე ცვლაში ისწავლის. ასე ჩატარდება გაკვეთილები 2020 წლამდე. ორ წელში კი სოფელში ახალი სკოლის აშენების პირობა ადგილობრივებს ახალქალაქის მაჟორიტარმა დეპუტატმა ენზელ მკოიანმა მისცა.

ახალციხის არაქართულენოვან სკოლებში სახელმძღვანელოების სიმცირეზე ჩივიან

რიმა ასლანიანის ორივე შვილი ახალციხის მესამე სკოლაში დადის. მეორე და მესამე კლასის მოსწავლეებმა, ქართული ენის რვეულები თითქმის ნახევარი წლის დაგვიანებით მიიღეს. მასწავლებლებმა და მშობლებმა პირველ სემესტრში გამოსავალი ყველა მოსწავლისთვის ასლების გადაღებაში იპოვეს.

„შარშან ჰქონდათ, წელს არა. ქართული ენის რვეულები გადავაქსეროქსეთ. ჯერ არ დაუბეჭდიათო ამბობენ“, - ამბობს ორი მოსწავლის დედა.

რიმა ასლანიანის შვილების მსგავსად, სამუშაო რვეული არ შეხვდა მანია მანუკიანის მეორე კლასელ შვილს.

„ერთი ცალია კლასში და ყველა ბავშვმა იქიდან დააქსეროქსა. სახელმძღვანელოების პრობლემა სულ გვაქვს. ქართული, ინგლისური, ბუნება, მათემატიკა - ესენი სკოლაში მოგვცეს. სომხური ენის წიგნი ჩემმა მეგობარმა მათხოვა“, - ამბობს მეორე კლასელი მოსწავლის დედა მანია მანუკიანი.

ახალციხის მესამე, სომხურ სკოლაში სასწავლო წელი ძველი წიგნებით დაიწყო. დირექტორი ამბობს, რომ მეორადი სახელმძღვანელოები პირველიდან მეთორმეტე კლასის ჩათვლით, ყველა საგანში დარიგებულია. სკოლის დირექტორი პირველიდან - მეექვსე კლასის ჩათვლით ყველა მოსწავლეს, ახალ სახელმძღვანელოებს ახალი სასწავლო წლიდან ჰპირდება.

„წიგნები არ იყო დაბეჭდილი, ამიტომ ახალ სასწავლო გეგმაზე გვიან გადავედით. პირველიდან მეექვსე კლასამდე მოსწავლეებს ახალი წიგნები მეორე სასწავლო წლიდან ექნებათ. ის სახელმძღვანელოები, რომელიც სასწავლო პროცესის დასაწყისში არ გვქონდა, ახალციხის რესურსცენტრმა მეორე სემესტრისთვის მოგვაწოდა".

სუსანა აკოფოვასგან განსხვავებით, მეათე კლასელი არტურ მირანიანი ამბობს, რომ სომხური ენის წიგნი სასწავლო პროცესის მიწურულსაც კი არ აქვს. რაც შეეხება მეექვსე კლასს, მშობლის აიდა ნირვოიანის თქმით, კლასის ორ მოსწავლეს სომხური ენის ერთი წიგნი აქვს.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ, საჯარო სკოლებში მოსწავლეებისთვის სახელმძღვანელოების უფასოდ დარიგება, გიორგი მარგველაშვილის მინისტრობის პერიოდში, 2013 წლიდან დაიწყო. მანამდე სასკოლო წიგნები უსასყიდლოდ, მხოლოდ სოციალურად დაუცველ ოჯახებს გადაეცემოდათ. 2018 წელს სახელმძღვანელოების ბეჭდვაზე 14 მლნ. 500 000-მდე ლარი დაიხარჯა.

კოლებში არსებულ ვითარებას სახალხო დამცველი აფასებს:

,,საქართველოს სკოლებში არსებული პრობლემები სახალხო დამცველის სპეციალურ ანგარიშშიც მოხვდა. კვლევა 2018 წლის პერიოდს მოიცავს ,,სკოლებში წყლის ხელმისაწვდომობა, გამართული საპირფარეშოებისა და წყალმოხმარების ობიექტების მუშაობა, ჰიგიენური ნორმების დაცვა და გაუმჯობესება დღემდე უმწვავეს პრობლემად გვევლინება", - აღნიშნულია ანგარიშში.

საქართველოს სახალხო დამცველმა 6 რეგიონში 108 საჯარო სკოლა შეისწავლა, ომბუდმენი მიიჩნევს, რომ ,,რიგ სკოლებში, სასკოლო გარემო და ინფრასტრუქტურული პირობების, წყლის ხელმისაწვდომობისა და სანიტარიულ-ჰიგიენური მდგომარეობის მხრივ არსებული მდგომარეობა საგანგაშოა და საჭიროებს გადაუდებელ მოწესრიგებას, რაც სახელმწიფოს პასუხისმგებელი უწყებების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი უნდა იყოს“.
Facebook Twitter
Փոխարժեք
AMD
AMD
1000
7.1439
EUR
EUR
1
2.9360
RUB
RUB
100
2.7963
TRY
TRY
1
0.0799
USD
USD
1
2.8452
Օրացույց
«« Հունվար  »»
Երկ. Երեք. Չոր. Հինգ. Ուրբ. Շաբ. Կիր.
3031 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.

hacklink al hack forum organik hit omegle live+18 film izleMarsbahis girişDeneme Bonusu Veren Sitelervozolbetivobonus veren casino sitesihttps://w88fm.top/zeta librarycasibom girişbetbababetbabamarsbahisayvalık zeytinyağıpijama takımıpijamaikimisli girişdeneme bonusu veren sitelerlink vao w88 moi nhatEkrem Abideneme bonusu veren sitelerMostbethttps://www.vozoldiyari.com/casinolevantdeneme bonusu veren sitelermariobet girişsabahlıkkimonodeneme bonusu veren sitelerultrabetultrabet twitterToy Poodleistanbul escortpaykwikvirabet girişdeneme bonusu veren sitelerjokerbet girişbelugabahis girişlilibetlilibetbest online casino indiaindia online bettingMikiカジノMikiカジノ 入金不要ボーナスbycasino güncel girişオンラインカジノbelugabahis girişrulet siteleri1xbet Yeni Girişcasinolevantcasinolevantbypuff.comnew bitcoin casinosbitcoin sports bettingnew online casinos canadaonline casino ontarioonline casino canadabitcoin casinosnew online casinobest betting sitesonline sports bettingno deposit bonusxslotbankobetimajbetzbahisbetpubliconwincratosroyalbet girişcasinolevantlayarkaca21bankobetxeno executorFisch scriptacehgroundsnaptikacehgroundbagonAlev casinoRoku bet güncel girişakcebet girişcasinomegacasinomega girişakcebetdeneme bonusu veren sitelercasibom 738 com trcasibom 738 com trcasibom 738 com trcasibom 738 com trcasibom 738 com trbetciocasinolevantfixbetcasinomegasultanbetbetivo girişimajbet güncelcasinolevantekrem abibetofficemarsbahis girişcasibompin uppinupholiganbet7slotscasibom twittercasibom giriş1xbetslot siteleriBetkanyonmadridbetistanbul escortdeneme bonusuoleybet girişotobetcasibominagaming1wincasibombetplay girişCasinolevantCasinolevantcasino siteleriimajbet güncel girişjustin tvbetoffice yeni adresbetoffice güncel adresbetoffice yeni girişbetoffice güncel girişbetoffice girişbetofficeSekabet güncel girişcasibom girişligobetcasibom girişGrandpashabetDeneme Bonusu 2025GrandpashabetaresbetdeodacasibomkingroyalKingroyalvozolsahabetmarsbahissekabetdeneme bonusu veren sitelerpin uppinupcasibom girişdeneme bonusuMobil Ödeme Bozdurma 7/24otobetekrem abi sitelercenabetsvensk casinobetpuancasinomaxicasinometropolbetpuanotobetbetscosmosnya casinon sverigebasaribetjojobetdizipalxslotbets10deneme bonusu veren sitelerHiltonbet Giriş casibomGüvenilir Medyumlarcasibom girişjustintvİzmir escortİzmir escort Buca escortCasinopopetorobetgalabetgalabetfixbetpusulabetbetebetmarsbahisotobetmarsbahismarsbahismatbet girişsekabeterotik film izlemeritking girişpinco girişWest Global Forexcasibomantep escortkolaybet girişcasinoplusdeneme bonusu veren sitelerbetturkeyxslotzbahis1xbet giriş1xbet giriş1xbet giriş1xbet girişstarzbetcasibom girişbets10 girişmobilbahis girişpornojojobetmersobahispiabellacasinomobilbahisbetkanyonmadridbetfixbetvaycasino1winkralbetbetebetmarsbahisnakitbahisbetkanyonotobettipobetdinamobetdumanbetbets10jogo do tigrinhobets10 girişvbetmobilbahisroyalbetkralbetroketbetdinamobettrendbetvaycasinocasinomhublotusbetonwinultrabetsahabetbahsegel casibom 745 com girisbetkombetkom girişbetkom güncel girişkulisbetHabergrandpashabetvaycasinoimajbet güncelcasino sitelerisnaptwittercasibomcasibombetboohiltonbetbetmoonvbetbetcupcoinbarelexbetngsbahiskalebetodeonbettempobetasyabahismatbetsafirbetbetsatbetvaycasinopusulabetmarsbahisimajbetmatbetjojobetmarsbahisgalabetextrabetsavoybettingbahigoprensbetperabetmaltcasinoklasbahismariobettarafbetbiabetdeneme bonusu veren siteler forumcasibom girişbeste casino på nettSweet Bonanza Slot Demosahabetbets10taraftarium24justin tvselçuksportsolipsbetbettiltbettiltbettiltjojobet girişbetsatbetpublicvbetcasibom pornomavibetmavibet girişbetmatiktimebetmilanobet1xbetcasibombetturkeylivebahisstories anonimo452marsbahis comcasibom745 commeritking1615 comelizabet girişmeritking girişbetparkcasibom745fixbet twitterfixbetfixbet girişlivebahislivebahislivebahislivebahisvaycasinocasibom girişcasino sitelericasino sitelerideneme bonusu veren canlı bahis sitelericasino siteleri 2025holiganbet452marsbahismeritking1615casibom738meritking1616 comcasibom745casinomhubNakitbahisemergency electrician sydneyBetboo Girişpaslanmaz çelikcasibomcasibomgalabetEkrem Abi SitelerRestbet Girişbahis sitelerifacebook downloaderlordbahisantakya nakliyatcasibombetturkeybetturkeybethand girişhd film izlegrandpashabetcapitolbetbixbetcasinomobidinamobetElitebahisetabetgalabetklasbahisextrabetKavbet girişSekabetcasibom girişimajbet girişmatbet girişjojobet girişholiganbet girişsekabet girişonwin girişsahabet girişgrandpashabet girişmatadorbet girişmeritking girişbetciocasibomcasibom giriş güncelbetpark girişbetparkkolaybetbetsatbetpark girişaaamaltbahisbeinwonbetmatikdinamobetcasibomcasibom girişcasibom güncelcasibom güncel girişcasibom üyelikcasibom hızlı giriş linkimavibetCasibomCasibom güncel girişinatboxMarsbahis 452madridbetmadridbetotobettarafbettarafbet twittertarafbet girişsekabetonwinjojobetmatadorbetCasibom 745casibomjojobetmatadorbetdeneme bonusu veren sıtelerdeneme bonus veren sitelermatadorbetExtrabet1casibom girişcasinomhubcasibomcasibom girişpendik escortkartal escortmaltepe escortcasibomcasibom girişcasibomcasibom giriş güncelcasibom girişkombi servisihiltonbetAtlasbetjojobetjojobetmarsbahis girişcasibomcasibomdede oynaBettiltBettilt Girişimajbetmatbetsekabetsahabetonwinmarsbahisholiganbetjojobetmetin2 pvpbağcılar escortCasibomOrisbetkavbetkavbet güncel giriştarafbettarafbet güncel giriş